Thursday, October 11, 2018

კრწანისში ერთ-ერთ სკვერს თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სახელი მიენიჭა

კრწანისის ქუჩაზე, ერთ-ერთ სკვერს თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სახელი მიენიჭა. სკვერში თემატური აბრაც განთავსდა, სადაც თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სახელები და თბილისიდან კონკრეტულ ქალაქამდე მანძილებია ასახული. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
თბილისს  20 დაძმობილებული ქალაქი ჰყავს. საკრებულოს ინფორმაციით, დაძმობილებულ ქალაქთა ქსელი მრავალფეროვანია და ნებისმიერ სფეროში გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა.
დაძმობილების ხელშეკრულებით ქალაქები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ, ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, გაცვლიან დელეგაციებს და ზოგ შემთხვევაში, საერთაშორისო ასპარეზზე მხარს დაუჭერენ ერთმანეთს
imedinews.ge


No comments:

Post a Comment