Thursday, October 11, 2018

რუსეთში ისლამისტები დააკავეს

უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა რუსეთის ფედარაციის სუბიექტში თათრეთის რესპუბლიკაში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. ამის შესახებნ რუსული მედია წერს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულია დაჯგუფება „ჰიზბ უტ ტაჰრირის“ რეგიონული სტრუქტურების რამდენიმე ლიდერი.
დაკავებულთა სახლებში პროპაგანდისტური ლიტერატურა, საიდუმლო დოკუმენტები და საკომუნიკაციო ელექტრომოწყობილობები აღმოაჩინეს.
ოპერაციაში მონაწილეობას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს და ეროვნული გვარდიის ფედერალური სამსახურის თანამშრომლებიც იღებდნენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment