Monday, October 15, 2018

კვლევა: პესიმისტები ოპტიმისტებთან შედარებით უკეთესი ბიზნესმენები არიან

პესიმისტი ბიზნესმენები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, ვიდრე ოპტიმისტები. ამ დასკვნამდე მივიდნენ ლონდონის ეკონომიკური სკოლის სოციოლოგები. კვლევის შესახებ სტატიას Science Direct-ი ავრცელებს.
სოციოლოგებმა რამდენიმე ბრიტანული კომპანიის ბოლო 18 წლის ისტორიები შეისწავლეს. მკვლევრებმა კომპანიების წარმატება თუ წარუმატებლობა ამ ფირმების მფლობელთა ბიოგრაფიებს დაუკავშირეს. აღმოჩნდა, რომ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი ბიზნესმენები 30%-ით ნაკლებ ფულს გამოიმუშავებდნენ, ვიდრე შედარებით პესიმისტი ბიზნესმენები.
სოციოლოგების თქმით, ოპტიმისტები თავიანთ შესაძლებლობებს რეალურზე გაცილებით მეტად აფასებენ, ეს კი ბიზნესისთვის მომგებიანი არ არის. ამასთან, პესიმისტები რისკებს უკეთ აფასებენ და შესაბამისად, კრიტიკულ სიტუაციებს უფრო მომზადებულები ხვდებიან.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment