დეპუტატი ნიკა მელია ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება კატეგორიულად გამორიცხულია.
„გაერთიანებას აბსოლუტურად გამოვრიცხავ. ვინც ჩვენი პარტიიდან წავიდა, ეს კითხვა მას უნდა დაუსვათ. იქ ბევრი წესიერი ადამიანია, რომელიც დროთა განმავლობაში ოპოზიციურ გაერთიანებას უერთდება”, – განაცხადა მელიამ.
ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანი იყოს.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment