Sunday, October 7, 2018

საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში მიღებას ითხოვს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში მიღებას ითხოვს,- ინიციატივა ბუდაპეშტში, ტურიზმისა და ციფრული ტრანსფორმაციის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ წამოაყენა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
„ის განვითარება, რომელსაც საქართველომ მიაღწია ტურიზმის კუთხით, უკვე აღიარებულია მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი ქვეყანა მოწინავე ადგილზეა რეიტინგებში როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციას დაესწრო გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, ღონისძიებაში მონაწილეობდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.
გავლენიანი გამოცემა Bloomberg-ი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კვლევას აქვეყნებს. 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ქვეყნებს შორის საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment