Sunday, October 7, 2018

რა საფრთხეს შეუქმნიან საქართველოს ISIS-დან დაბრუნებული მებრძოლები?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სი­რი­ის არა­ერთ პრო­ვინ­ცი­ა­სა და რა­ი­ონ­ში გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და - ეს ეხე­ბა იდ­ლიბ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ქა­ლაქ ჯისრ-ელ-შუ­გურს, ასე­ვე ალ-სა­ფას კა­ნი­ონს, სა­დაც “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს” დაჯ­გუ­ფე­ბებს საკ­მა­ოდ მყა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი ჰქონ­დათ იქამ­დე, ვიდ­რე მათ ლი­დერს მოკ­ლავ­დნენ. ამას­თან, მო­სას სამ­ხრე­თით, ატ-ტან­ფის რე­გი­ო­ნის დათ­მო­ბა-არ დათ­მო­ბა­ზე, სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებ­სა და ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბა “ჯეიშ-მუ­გა­ვირ-ალ-ტა­უ­რას” შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი.
ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მუ­შა­ვე სი­რი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია (SOHR) ირ­წმუ­ნე­ბა, რომ იდ­ლი­ბის ბუ­ფე­რუ­ლი ზო­ნი­დან თა­ვი­სი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გაყ­ვა­ნა და­ი­წყო კი­დევ ერ­თმა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ “ფა­ი­ლაკ-ალ-შამ­მა”, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მი­სი­ვე პრეს-სამ­სა­ხურ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო. ერთი სი­ტყვით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი უკვე აღარ და­ვო­ბენ იმა­ზე, რომ “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო” ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ტე­რი­ტო­რი­ებ­სა და პო­ზი­ცი­ებს კარ­გავს. მათი პო­ზი­ცი­ე­ბი სუს­ტია სი­რი­ა­ში, ერა­ყი­დან კი თით­ქმის ბო­ლომ­დე გან­დევ­ნეს. ამის კვალ­დაკ­ვალ ისი­ნი იშ­ლე­ბი­ან მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სხვე­ბის გად­მო­ბი­რე­ბის იდე­ო­ლო­გი­ით გა­ნაგ­რძო­ბენ “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს” “პრინ­ცი­პე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას”.რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ჰო­ლან­დი­ა­ში მას­შტა­ბუ­რი ტე­რაქ­ტი აღ­კვე­თეს, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის პე­რი­ოდ­ში იყო გა­მიზ­ნუ­ლი და 100 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ამო­ი­ღეს. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 34 წლის ერა­ყე­ლი ქურ­თი იყო, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ISIS-ის წევ­რებ­თან ჰქონ­და კავ­ში­რი. ბოლო დროს, არა­ერ­თი ასე­თი ფაქ­ტის შე­სა­ხებ გახ­და ცნობ­ვი­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბის­გან მო­მა­ვა­ლი საფრ­თხე არ მცირ­დე­ბა, მით უფრო, რომ ბევ­რი მათ­გა­ნი სამ­შობ­ლო­შიც ბრუნ­დე­ბა.
ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­დან ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას 50 მებ­რძო­ლი შე­უ­ერ­თდა. ISIS-ის პო­ზი­ცი­ე­ბის შე­სუს­ტე­ბის შემ­დეგ, ისი­ნი ალ­ბათ ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას შე­ეც­დე­ბი­ან.
“ამე­რი­კის ხმის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მათ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­დი­კა­ლი­ზე­ბა­სა და გა­და­ბი­რე­ბა­ზე და­ი­წყონ მუ­შა­ო­ბა. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ზო­გა­დად ტე­რო­რის­ტე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით, მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვას შექ­მნის.
გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში ამე­რი­კის ყო­ფი­ლი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, კე­ნეტ ია­ლო­ვი­ცი, რო­მე­ლიც პან­კი­სის 2001 წლის მოვ­ლე­ნე­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და იხ­სნე­ბეს, რომ “მა­შინ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ჩრდი­ლო-კავ­კა­სი­ე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის მფარ­ვე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და”. ყო­ფი­ლი ელჩი დას­ძენს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­მე­ო­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ამ რე­გი­ონ­ზე კონ­ტრო­ლი უნდა გა­აძ­ლი­ე­როს.
“რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ელჩი ვი­ყა­ვი, რუ­სე­ბი ამ­ბობ­დენ, რომ ჩე­ჩენ მებ­რძო­ლებს პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო მფარ­ვე­ლობ­და და სა­პა­სუ­ხო რე­ა­გი­რე­ბით იმუქ­რე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, მა­შინ თა­ვი­დან ავი­ცი­ლეთ - რუ­სებს ვუ­თხა­რით, რომ არ ჩა­რე­უ­ლიყ­ვნენ”, - იხ­სე­ნებს ია­ლო­ვი­ცი და დას­ძენს, რომ მა­შინ ამე­რი­კუ­ლი მხა­რე ქარ­თვე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბის აღ­ჭურ­ვა­სა და წვრთნა­ზე მუ­შა­ობ­და, რათა მათ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ზე კონ­ტრო­ლი და­ემ­ყა­რე­ბი­ნათ.
ყო­ფი­ლი ელ­ჩის მო­საზ­რე­ბით, იმის­თვის, რომ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბებ­მა ფეხი ვერ მო­ი­კი­დონ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ იქა­უ­რო­ბა­ზე კონ­ტრო­ლი უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს.
“ვფიქ­რობ, ამ სა­კი­თხზე რუ­სებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბაც შე­იძ­ლე­ბა. რად­გან არ­სე­ბობს სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სი ამ “ცუდი ტი­პე­ბის” გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად და მათი უკან დაბ­რუ­ნე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. თუმ­ცა, მე ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თებს, თუ რუ­სე­ბი და­ი­წყე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას კი­დევ ერთხელ. ვფიქ­რობ სა­ქარ­თვე­ლო უნდა იყოს ღია და გახ­სნი­ლი და გა­დად­გას ნა­ბი­ჯე­ბი იმის­თვის, რომ ეს პი­რე­ბი არ მოხ­ვდნენ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მე მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს ის­წავ­ლოს ის­ტო­რი­ულ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და თუ არ­სე­ბობს სა­შიშ­რო­ე­ბა მებ­რძო­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის, ამას ყუ­რა­დღე­ბით მო­ე­კი­დოს“, - აცხა­დებს ია­ლო­ვი­ცი გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას.
ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მებ­რძო­ლე­ბის­გან მო­მა­ვალ სარ­თხე­ებ­ზე სა­უბ­რობს ჯორჯ ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი სუ­ფი­ან ჟე­მუ­ხო­ვიც, რომ­ლის თქმი­თაც, “იმ მებ­რძო­ლებს შე­უძ­ლი­ათ თავი რე­ლი­გი­ურ ავ­ტო­რი­ტე­ტად გა­მო­ა­ცხა­დონ და ჩრდი­ლო-კავ­კა­სი­ა­ში ახალ იდე­ო­ლო­გი­ურ მი­მარ­თუ­ლე­ბას ჩა­უ­ყა­რონ სა­ფუძ­ვე­ლი”.
ამი­ტომ, მისი მო­საზ­რე­ბით, რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებ­მა, “რუ­სეთ­მა, სა­ქარ­თვე­ლომ და აზერ­ბა­ი­ჯან­მა ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თონ, რომ ეს ხალ­ხი უკან არ დაბ­რუნ­დეს. თუ ისი­ნი მა­ინც მო­ა­ხერ­ხე­ბენ დაბ­რუ­ნე­ბას, ამან შე­საძ­ლოა ახა­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. ის ხალ­ხი, ვინც ახლა სი­რი­ა­ში იბ­რძვის, მო­ა­ხერ­ხებს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას. არ­სე­ბობს ახა­ლი ამ­ბო­ხე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი, რად­გან პრობ­ლემ­ბის ძირი არ გამ­ქრა­ლა, ეკო­ნო­მი­კა უა­რეს­დე­ბა, რუ­სე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი შორს არი­ან სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­გან და ეს ყვე­ლა­ფე­რი იწ­ვევს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას“, - თქვა მან.
გა­მო­ცე­მა მი­იჩ­ნევს, რომ სი­რი­ა­სა და ერა­ყი­დან მებ­რძო­ლე­ბის შე­საძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მოს­კოვ­მა თბი­ლის­ზე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის ია­რა­ღად გა­მო­ი­ყე­ნოს.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment