Friday, October 12, 2018

ტრამპის ყოფილ მრჩეველს გაეროში აშშ-ის ელჩობა არ სურს


მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ის აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენელ დინა პაუელს გაეროში აშშ-ის ელჩობა არ სურს. ამის შესახებ MSN-ი წერს.
დინა პაუელი 2005-2007 წლებში განათლებისა და კულტურის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტს იკავებდა. 2017-2018 წლებში მუშაობდა აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილედ სტრატეგიის საკითხებში, წელს კი საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs Group-ის ხელმძღვანელობაში თანამდებობა დაიკავა.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ამ თანამდებობის დაკავების მსურველი ბევრია. ტრამპი ასევე განიხილავს კანადაში აშშ-ის ელჩის, კელი კრაფტის კანდიდატურას, ისევე როგორც შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მდივანს, რაიან ცინკეს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილი ივანკა ტრამპიც ამბობს, რომ ის გაეროში აშშ-ის მუდმივი ელჩის თანამდებობის დაკავებას არ აპირებს. 
9 ოქტომბერს მედიაში დაიწერა, რომ ნიკი ჰეილი წლის ბოლოს გაეროში აშშ-ის მუდმივი ელჩის თანამდებობას დატოვებს. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment