ამერიკის შეერთებული შტატების მორიგ გაფრთხილებას იძლევა. კონგრესის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ უცხო ქვეყნები ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევას ისევ ცდილობენ. ოფიციალური განცხადება სადაზვერვო და უსაფრთხოების უწყებებმა გაავრცელეს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ შუალედურ არჩევნებში ჩარევით კვლავ რუსეთი, ჩინეთი, ირანია დაინტერესებული. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელისა და იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სხვა ქვეყნის მიერ კონგრესის არჩევნებში ჩარევის მცდელობებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებს მყისიერი და მკაცრი რეაქცია ექნება.
„ჩვენ შეშფოთებული ვართ რუსეთის, ჩინეთის და სხვა საერთაშორისო სუბიექტების, მათ შორის ირანის მხრიდან მომდინარე კამპანიებით, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის განწყობაზე ზემოქმედების მოხდენით, ცდილობენ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ ნდობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment