გარემოს ეროვნულ სააგენტოს, აშშ-ის ფინანსური დახმარებით, „ვაისალას“ წარმოების თანამდროვე სტანდარტებით აღჭურვილი რადარი გადაეცა. რადარი ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
რადარი ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოში მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის გაუმჯობესებას.
შესაბამისად, გარემოს ეროვნულ სააგენტოს შესაძლებლობა ექნება ახალი რადარული სისტემით სადამკვირვებლო ქსელი გააუმჯობესოს, ხელი შეუწყოს დასავლეთ საქართველოში საკურორტო ზონებზე, შავი ზღვისპირეთში და მაღალმთიან რეგიონებში ამინდის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგნოზის ხარისხობრივ მაჩვენებლების გაზრდას.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment