პროკურატურის შენობასთან აქცია-პერფომანსი სახელწოდებით “ნუ გვაბოლებთ” მიმდინარეობს. აქციას ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებიან. აქციის მონაწილეებმა პროკურატურის წინ ფერადი კვამლი გაუშვეს და უწყების ჭიშკარზე წარწერა „ნუ გვაბოლებთ” ჩამოკიდეს. ამის შესახებ 1tv წერს.
მათი განცხადებით, აქციის მიზანია პროკურატურას შეახსენონ თავი და მათი საქმეების გამოძიება კიდევ ერთხელ მოსთხოვონ.
„ესენი გვაბოლებენ. ხან რას მოიფიქრებენ, ხან რას. ახლა თქვეს, რომ მირზა სუბელიანმა თავის მოკვლა სცადა. ამ სისულელის ნეტა ვის სჯერა. დაბეგვეს ერთი კარგად და მერე თქვეს, რომ თავის მოკვლა სცადაო. თუ თავის ჩამოხრჩობა სცადა, ფეხებზე და ხელებზე რატომ ჰქონდა სილურჯეები. ამით ცდილობენ, რომ ჩემი და მალხაზ მაჩალიკაშვილის თემა გადაფარონ. მრიცხველი ჩართულია, ვიდრე წიკწიკებს, მისცენ პასუხისგებაში ჩემი შვილის მკვლელები”, -განაცხადა სარალიძემ.
ზაზა სარალიძის განცხადებითვე, დღეს საღამოს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლას აპირებს. ამის შესახებ სარალიძემ ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურასთან განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისას მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე უკვე რამდენიმე კვირაა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო რეჟიმშია. მან რამდენჯერმე რუსთაველზე კარვის გაშლაც სცადა, თუმცა ამის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს
imedinews.ge

No comments:
Post a Comment