Friday, October 19, 2018

მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი გაორმაგდა

2018 წლის 9 თვეში, ავტომობილების ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 279.5 მილიონ დოლარს გადააჭარბა, მაშინ როცა შარშან ამავე პერიოდში 149.3 მილიონ დოლარის ნიშნულზე იყო.
ამ მაჩვენებლით მსუბუქი ავტომობილები საექსპორტო კალათაში მეორე ადგილზეა, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების შემდეგ.
თვიურ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, მაისის შემდეგ, შემოსავლები ამ ჯგუფიდან 34-დან 40 მლნ დოლარამდე მერყეობს.
აღსანიშნავია, რომ მთავრობა ამ მიმართულების კიდევ უფრო წახალისებას გეგმავს. იმ შემთხვევაში თუ პირი 90 დღის ვადაში მოახდენს შეძენილი ავტომობილის ექსპორტზე გატანას, სახელმწიფო გადახდილი აქციზის საფასურს სრულად უკან დაუბრუნებს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment