ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, დუდუ დადიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეჩვიდმეტე საკალათბურთო გათამაშება დაიწყო.
ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო“ „თსუ-ჰიუნდაისთან“ ერთქულიანისხვაობით, 65:66 დამარცხდა. შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „თსუს“ ლეგიონერი რეტკო პეტრიჩი გახდა, რომელმაც 17 ქულა დააგროვა.
ერთქულიანი სხვაობა დაფიქსირდა კიდევ ერთ შეხვედრაში - „ოლიმპმა“ „კაკტუსი“ 85:84 დაამარცხა. „მგზავრებმა“ კი „შსს აკადემიას“ 91:80 მოუგო. მარნეულის „დელტასა“ და „რუსთავის“ შეხვედრაში კი მარნეულელებმა 77:71 გაიმარჯვეს.
წლევანდელ გათამაშებაში სუპერლიგის მონაწილე ათივე გუნდი გამოდის. დადიანის მემორიალის მეორე ტურის ოთხი შეხვედრა ხვალ, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
დუდუ (დავით) დადიანი 2002 წლის 22 იანვარს სპორტის დეპარტამენტის კიბეზე მოკლეს. წარსულში ცნობილი კალათბურთელი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, "ვითას" და საქართველოს ნაკრების კაპიტანი იმხანად კალათბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი იყო. დუდუს მკვლელმა ოთხი ტყვია ესროლა, 3 ხელში მოხვდა, 1 - გულში.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment