Tuesday, October 16, 2018

ანა ნაცვლიშვილმა მთავრობას სხდომის დღის წესრიგის შესახებ განცხადებით მიმართა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა მთავრობის უახლოესი სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს მიმართა.
პრეზიდენტის დავალებით, ნაცვლიშვილი მთავრობას სთხოვს დღის წესრიგში შეიტანოს შემდეგი საკითხი: „ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონიერების, საზოგადოებრივი წესრიგის და დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობა და უახლოეს მომავალში გასატარებელი ღონისძიებები“.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის სხდომის ერთად გამართვა შესთავაზა. მარგველაშვილის თქმით, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობასთან ერთად ითათბიროს ვითარების სწორად შეფასებისა და ზომების გატარების შესახებ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment