Friday, March 8, 2019

მედია: მადრიდის „რეალი“ მოურინიოსთან კონტრაქტს 10 მარტს გააფორმებს

მადრიდის „რეალი“ ჟოზე მოურინიოსთან კონტრაქტს 10 მარტს გააფორმებს. ამის შესახებ AS-ი წერს.
გამოცემის წყაროს ცნობით, ესპანური საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობა პორტუგალი მწვრთნელის აგენტს უკვე დაუკავშირდა. „რეალის“  ფლორენტინო პერესს სურს, რომ მოურინიო კლუბში უკვე უახლოეს მატჩზე იხილოს. 
როგორც AS-ი წერს, „რეალი“ კიდევ ერთ ვარიანტად ზინედინ ზიდანის დაბრუნებას განიხილავს, თუმცა თავად ზიდანს ეს არ სურს.
გასული წლის 18 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ 2-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ჟოზე მოურინიომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment