Friday, March 8, 2019

თავდამსხმელებმა ყაჩაღობამდე ორი ადამიანი გაიტაცეს - "რამდენიმე საათი ხელ-ფეხ შეკრული საბარგულში ჰყავდათ"

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გლ­დან­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ი­მალ­ნენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი, თავ­დამ­სხმე­ლებ­მა „სუ­ზუ­კის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, ორ ადა­მი­ან­თა ერ­თად, ბანკზე თავ­დას­ხმამ­დე ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე გა­ი­ტა­ცეს.
„ახალ­გაზ­რდა გოგო მან­ქა­ნით თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად იყო, როცა მათ­ზე თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და და ისი­ნი მან­ქა­ნი­ა­ნად გა­ი­ტა­ცეს. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ-ფეხ შეკ­რუ­ლი სა­ბარ­გულ­ში ჰყავ­დათ, ბანკზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ კი, ბან­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მან­ქა­ნი­დან ჩა­მო­აგ­დეს, თა­ვად ჩას­ხდნენ იმა­ვე მან­ქა­ნა­ში და გა­იქ­ცნენ“, - უყ­ვე­ბა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი წყა­რო.
ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შსს-ს მიერ გლ­დან­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლი­თაა და­წყე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც ერთ-ერთი - 143-ე სწო­რედ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს, თუმ­ცა „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ მიერ მო­პო­ვე­ბულ აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს-ში ამ ეტაპ­ზე არ ადას­ტუ­რე­ბენ.
„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა გოგო და ბიჭი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ მან­ქა­ნი­ა­ნად გა­ი­ტა­ცეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ბან­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ყა­ჩა­ღო­ბის ად­გილ­ზე ჩა­მო­აგ­დეს, ამ დრო­ის­თვის და­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან
ambebi.ge

No comments:

Post a Comment