Sunday, March 10, 2019

11 ჩვილის გარდაცვალების გამო ტუნისის ჯანდაცვის მინისტრი პოსტიდან გადადგა

ტუნისის ჯანდაცვის მინისტრი აბდელ რაუფ ალ-შარიფი დედაქალაქში სამეანო ცენტრში ჩვილთა მასობრივი გარდაცვალების შემდეგ გადადგა. გადადგომის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა უკვე დააკმაყოფილა. ამის შესახებ BBC წერს.
მანამდე ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ტუნისში სამეანო და ნეონატოლოგიის ცენტრში ორი დღის განმავლობაში 11 ბავშვი გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მათი სიკვდილი სეპტიკური შოკით იყო გამოწვეული.
სეპტიკური შოკი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომლის დროსაც, ინფექციის გადატანის შემდეგ, სისხლის წნევა ეცემა სახიფათოდ დაბალ დონეზე. ინფექციის გამოწვევა შეუძლია ნებისმიერი ტიპის ბაქტერიას, თუმცა იშვიათ შემთხვევებში მისი გამომწვევი შეიძლება იყოს სოკო, როგორიცაა კანდიდა (candida) და ვირუსები.
მთავრობამ ჩამოაყალიბა სპეციალური კომისია, რომელიც ინციდენტს გამოიძიებს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment