Sunday, March 10, 2019

ვის უნდა სთხოვოთ შენდობა და აუცილებელია თუ არა შერიგება მიტევების დღეს

10 მარტს, მი­ტე­ვე­ბის კვი­რას, ეკ­ლე­სია სა­მო­თხი­დან ადა­მის გან­დევ­ნას იხ­სე­ნებს. შენ­დო­ბის წე­სის დროს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი თა­ვად ითხოვს შენ­დო­ბას.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბით, პირ­ველ­ქმნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ სა­მო­თხის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზი სი­ნა­ნუ­ლის არ­ქო­ნა გახ­და. ამი­ტომ, ეს დღე სა­ყო­ველ­თაო სი­ნა­ნუ­ლის­კენ მო­წო­დე­ბაა, რად­გან მარ­ხვის დარ­ღვე­ვით და­ი­კარ­გა სა­მო­თხე, მარ­ხვის დაც­ვით კი იგი მო­ი­პო­ვე­ბა. ამას­თან, ტა­ძა­რებ­ში შენ­დო­ბის ლოც­ვე­ბი იკი­თხე­ბა, რომ­ლის შემ­დეგ, ეკ­ლე­სი­ის ყვე­ლა წევ­რი ერ­თმა­ნე­თის­გან შენ­დო­ბას ითხოვს და თა­ვა­დაც ყვე­ლას შე­უნ­დობს.
წელს დიდ­მარ­ხვა 11 მარ­ტი­დან და­ი­წყე­ბა და 28 აპ­რილს, უფ­ლის აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­ზე დას­რულ­დე­ბა.
ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნი ვალ­დე­ბუ­ლია უფ­ლის­გან და ახ­ლობ­ლე­ბის­გან პა­ტი­ე­ბა ითხო­ვოს. ვის უნდა ვთხო­ვოთ პა­ტი­ე­ბა, ვის უნდა შე­ვუნ­დოთ და ვის - არა. მი­ტე­ვე­ბის დღის ტრა­დი­ცი­ებ­ზე წმინ­და ამ­ბრო­სი აღმსა­რებ­ლის სა­ხე­ლო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი, ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბის მა­გის­ტრი, წმინ­და ამ­ბრო­სი აღმსა­რებ­ლის სა­ხე­ლო­ბის სუ­ლი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მღვდელ- მო­ნა­ზო­ნი ან­დრია (სა­რია) სუბ­რობს:
- რო­დი­დან იღებს სა­თა­ვეს მი­ტე­ვე­ბის დღის ტრა­დი­ცია?
- მი­ტე­ვე­ბის ტრა­დი­ცია ჯერ კი­დევ ძვე­ლი აღ­თქმი­დან იღებს სა­თა­ვეს. შემ­ცო­დე ერის წი­ნა­შე სა­ჯა­როდ ინა­ნი­ებ­და. ახა­ლი აღ­თქმის ეკ­ლე­სია ამ კა­ნონს მკაც­რად ინა­ხავ­და და გვახ­სოვს, რო­დე­საც მა­ცხოვ­რის გან­სჯის დრო დად­გა, ხალ­ხმა ბა­რა­ბა შე­ი­წყა­ლა და მისი "სი­ნა­ნუ­ლი" სცნო. ერი მი­უ­ტე­ვებ­და ავა­ზაკ­საც კი წე­ლი­წად­ში ერთხელ.
- რა­ტომ და­ად­გი­ნა ეკ­ლე­სი­ამ მი­ტე­ვე­ბის დღე დიდი მარ­ხვის და­სა­წყის­ში?
- მარ­ხვა სი­ნა­ნუ­ლის სა­წყი­სია, მა­ცხო­ვა­რი კი ბრძა­ნებს: "მზე ნუ დავა გან­რის­ხე­ბა­სა თქვენ­სა." ადა­მი­ან­მა მარ­ხვა სიწ­მინ­დით უნდა და­ი­წყოს, სული თუ აღ­სავ­სეა მოყ­ვა­სი­სად­მი მი­უ­ტე­ვე­ბე­ლი ცოდ­ვე­ბით, არც უფა­ლი მოგ­ვი­ტე­ვებს. ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­მე­ო­რებთ ფორ­მუ­ლას: "მოგ­ვი­ტე­ვენ ჩვენ, ვით ას­კე­ტი­კით გა­პო­ხი­ლი სხე­უ­ლიც არაფ­რის მომ­ცე­მია, თუ მას მი­ტე­ვე­ბის "ონ­კა­ნი" არ ახ­ლავს.
- ვის შე­იძ­ლე­ბა ვთხო­ვოთ მი­ტე­ვე­ბა და რა ფორ­მით უნდა გა­ვა­კე­თოთ ეს? ყვე­ლა ნაც­ნობს ხომ ვერ და­ვუ­კავ­შირ­დე­ბით?
- ადა­მი­ან­მა უპირ­ვე­ლე­სად ღვთი­სა­გან უნდა ითხო­ვოს შენ­დო­ბა და შემ­დგომ იმ ადა­მი­ა­ნებს უნდა მი­აწ­ვდი­ნოს გუ­ლის ხმა, რო­მელ­თაც ხში­რად ხე­დავს და გულს უმ­ძი­მებს მან­კი­ე­რე­ბით. ჩვე­ნი სული ყვე­ლა­ზე უკეთ სცნობს, სინ­დი­სი სად გა­ვარ­ღვი­ეთ გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა
ambebi.ge

No comments:

Post a Comment