Saturday, March 16, 2019

სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 12 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 12 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს სამების საკათედრო ტაძარში. მათ დღეს დაკრძალავენ. უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

იდენტიფიცირებულთა შორის შვიდი მებრძოლი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქეა. რიგით მოქალაქეებთან ერთად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ მინისტრთა კაბინეტის წევრები. 
1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის ოჯახის წევრებს აცნობეს, რომ მათი ახლობლების ნეშტები ამოცნობილია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად.
1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტებთან დაკავშირებით 2300-მდე პირი (როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო) კვლავ დაკარგულად ითვლება.
2013 წლიდან დღემდე 500-მდე ადამიანის ნეშტია მოძიებული, 200 მათგანი ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment