Saturday, March 16, 2019

ჩრდილოეთ კორეაში აღმოჩენილია საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც კიმ ჩენ ინს ებრძვის

ჩრდილოეთ კორეაში მოქმედებს საიდუმლო ორგანიზაცია  Cheollima Civil Defense, რომელიც ასევე Free Joseon-ის სახელით არის ცნობილი. ორგანიზაცია კიმ ჩენ ინის ხელისუფლებას ებრძვის. ინფორმაციას  გამოცემა Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ორგანიზაციის მიზანია ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინის დიქტატორული რეჟიმის დამხობა. მიმდინარე წლის მარტში ჯგუფმა გაავრცელა მიმართვა , სადაც ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ მოქმედ ხელისუფლებას ყველა მეთოდით შეებრძოლოს. ორგანიზაციის წევრებმა შექმნეს დროებითი ხელისუფლება, რომელიც რეჟიმის დამხობის შემდეგ მართავს ქვეყანას.  
საიდუმლო ორგანიზაციის წევრები თავს დაესხნენ მადრიდში 22 თებერვალს ჩრდილოეთ კორეის საელჩოს. გაკოჭეს თანამშრომლები და წაიღეს ტექნიკა და ორი მანქანა.  
წყარო Washington Post-თან საუბრისას ამბობს, რომ ჯგუფი თავის მოქმედებებს არავის არ უთანხმებდა. როგორც გამოცემა ამტკიცებს საელჩოზე თავდასხმის შემდეგ ჯგუფმა წვდომა მიიღო კონფიდენციალურ ინფორმაციაზე.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment