Friday, March 15, 2019

ტელეკომპანია „იმედი“ 16 წლისაა

16 წელი სატელევიზიო სივრცეში-" იმედი" დღეს იუბილარია. ტელეკომპანია 2001 წელს დაარსდა და მაუწყებლობს 2003 წლის 15 მარტიდან. მისი დამფუძნებელი ბადრი პატარკაციშვილია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

დღეისათვის ტელეკომპანია "იმედი" საქართველოს სატელევიზიო სივრცის ლიდერია და მაყურებლის დიდი ნდობითა და ინტერესით სარგებლობს.  ქართულ ტელესივრცეში, პირველად სწორედ ტელეკომპანია ‘იმედმა‘ დაიწყო ლიცენზირებული პროდუქციის ჩვენება. ჩვენს მიერ ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქებულ ახალ ამბებს მაყურებელი მთელი დღის განმავლობაში ეცნობა.
ახალი ამბების გარდა, ჩვენ გთავაზობთ მაყურებელს მსოფლიოში პოპულარული სატელევიზიო ფორმატების ადაპტირებულ ვერსიებს, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ფილმებს, ტელესერიალებს, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს, ასევე, მსოფლიო მნიშვნელობის კინო, მუსიკალური და სხვა სახის დაჯილდოების ცერემონიების პირდაპირ ეთერში ტრანსლაციას.

No comments:

Post a Comment