Friday, March 15, 2019

ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე განხორციელებულ ტერაქტს 49 ადამიანი ემსხვერპლა

BBC-ის ბოლო ინფორმაციით, ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისტჩარჩში, ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა. ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა, რომელიც „მემარჯვენე ექსტრემისტმა“ ჩაიდინა. 
პოლიციის ცნობით დაკავებულია 4 ადამიანი, 3 კაცი და 1 ქალი. 
ერთ-ერთი დაკავებული ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტია. მან თავდასხმამდე „ანტიიმიგრაციული მანიფესტი” გამოაქვეყნა, სადაც თავის ქმედებებს განმარტავს და ტერორისტულ აქტად აფასებს. ეჭვმიტანილი სოციალური ქსელის საშუალებით, თავდასხმის მომენტს პირდაპირი ეთერით აქვეყნებდა.
ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა გაავრცელა ტერორისტის იარაღის  ფოტოებიც,რომლის მჭიდზეც სხვადასხვა ენაზე დაწერილი სახელებია, მათ შორისაა ქართული წარწერა - „დავით აღმაშენებელი, დავით სოსლანი“.  სხვა დეტალები ფოტოსთან დაკავშირებით უცნობია
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment