Monday, March 11, 2019

„იუვენტუსმა" ზიდანს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა

ტურინის „იუვენტუსმა“ ზინედინ ზიდანი მწვრთნელის პოსტზე მიიწვია. როგორც El Pais-ი წერს, ფრანგ სპეციალისტს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს.
მედიის ცნობით, ზიდანი იტალიური საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებს თურქეთში უკვე შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებების შედეგების შესახებ არაფერია ცნობილი. 
პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ზიდანს შეთავაზება აქვს მადრიდის „რეალისგანაც“, თუმცა მედიის ინფორმაციით, ფრანგმა სპეციალისტმა სამეფო გუნდის მწვრთნელობაზე უარი თქვა
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment