ტვინის ნაადრევი დაბერების მიზეზები ცნობილია
დიდ ბრიტანეთში, ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თამბაქოს მოხმარება, მაღალი არტერიული წნევა, სიმსუქნე და დიაბეტი ტვინის ნაადრევ დაბერებას იწვევენ. ამის შესახებ ინფორმაციას MedicalXpress ავრცელებს.
კვლევაში 9772 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა ასაკი 44-დან 79 წლამდე მერყეობდა. მოხალისეებს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდათ. აღმოჩნდა, რომ ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებლის გარდა, ყველა დანარჩენი ფაქტორი, განსაკუთრებით კი თამბაქოს მოხმარება, არტერიული წნევა და დიაბეტი, ხელს უწყობს რუხი ნივთიერების რაოდენობას ამცირებს. გარდა ამისა, მცირდებოდა ტვინის მოცულობა და უარესდებოდა თეთრი ნივთიერების, ნერვული უჯრედების გრძელი წანაზარდების, მდგომარეობა. ყველაზე მკვეთრად ამ ფაქტორებს შორის კავშირი კი შუახნის ასაკის ადამიანებში ჩანდა.
სისხლძარღვთა დაზიანების მაღალი რისკის მქონე მოხალისეებს, ტვინის მოცულობა ნორმასთან შედარებით 3 პროცენტით მცირდებოდა, ხოლო თეთრ ნივთიერებას 1,5-ჯერ მეტი დაზიანება ჰქონდა.
დაზიანებულ მონაკვეთებს შორისაა ისეთი ნაწილები, რომლებშიც ჩნდება ცვლილებები ალცჰაიმერის დაავადების დროს
imedinewsx.ge
No comments:
Post a Comment