Saturday, March 9, 2019

ბათუმში 30 წლამდე კაცი დაჭრეს

ბათუმში 30 წლამდე კაცი დაჭრეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში განაგრძობს. პაციენტს ფეხის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. დაჭრის ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პოლიციამ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ნატყვიარი ავტომობილი იპოვა. შემთვევის სხვა დეტალებზე ინფორმაცია ჯერ უცნობია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით. პირველი მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას, მეორე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვასა და გამოყენებას.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment