Saturday, March 9, 2019

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი იაპონიაში ცხოვრობს

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 116 წლის იაპონელი ქალია. კეინ კანატა ქალაქ ფუკუოკას მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს
გამოცემის ინფორმაციით, მანამდე ამ კატეგორიაში 117 წლის ჩიო მიაკო ლიდერობდა. ის 2018 წლის ზაფხულში გარდაიცვალა. 
ირკვევა, რომ მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანების უმეტესობა იაპონიაში ცხოვრობს. თავად ფაქტს მეცნიერები ქვეყნის კვების ტრადიციებთან აკავშირებენ. იაპონიის სამზარეულოში თევზი, ბრინჯი და ბოსტნეული დომინირებს.
კიენ კანატა 1903 წლის 2 იანვარს დაიბადა. ის 1922 წელს დაქორწინდა და ოთხი შვილი გააჩინა. მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ადამიანს დილით ადრე გაღვიძება და სამაგიდო, ინტელექტუალური თამაშები უყვარს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment