Tuesday, March 12, 2019

პრემიერმა უცხოური ინვესტიციების კლების 3 ფაქტორი დაასახელა

მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ ინვესტიციების კლების სამ ფაქტორზე ისაუბრა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პრემიერმინისტრის განმარტებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ტენდენციასა და დინამიკასთან საქმე არ გვაქვს. მისივე თქმით, საქართველოს მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია სჭირდება.
„ნახევარ მილიარდ დოლარზეა საუბარი 2017 და 2018 წელს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შორის. აქედან ყველაზე მსხვილი კომპონენტი გახლავთ გაზის მილსადენი, რომელიც არის ისტორიული პროექტი და ის წარმატებით დასრულდა. მეორე კომპონენტი ის გახლავთ, რომ ჩვენ ინვესტიცია კი არ შეგვიმცირდა, ადგილობრივმა რეზიდენტმა იყიდა მნიშვნელოვანი წილი უცხოელი რეზიდენტისგან. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ტრანზაქციაზე, რომელიც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე არ აისახება, როგორც ინვესტიციის შემოსვლა. და მესამე, თავის დროზე რაც იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, მასზე მოხდა ვალდებულებების შესრულება და გატანა. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს საქმე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ტენდენციასთან და დინამიკასთან. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციზ და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამავდოულად საქართველოში შეიქმნა რესურსი, რომ იზრდება ინვესტიციები“, - განაცხადა ბახტაძემ.
მანამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზები ეკონომიკის სამინისტრომ განმარტა. 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ინვესტიციები 34.9 %-ით შემცირდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment