Tuesday, March 12, 2019

რუსეთში პუტინის „საფლავის“ შექმნისთვის აქტივისტი დააკავეს

10 მარტს რუსეთში ნაბერეჟნი ჩელნებში აქტივისტებმა საფლავის ქვა დადგეს და ზემოდან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ფოტო მიაკრეს. ასე გამოხატეს მათ ინტერნეტის იზოლაციის შესახებ კანონპროექტი. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ნაბერეჟნი ჩელნების სასამართლომ აქტივისტი კარიმ იამადაევი დააკავა. მას ვლადიმერ პუტინის „საფლავის“ დადგმაში წაუყენეს ბრალი. იამადაევი 11 მარტს დააკავეს და აქციაზე წესების დარღვევისთვის წაუყენეს ბრალდება. ის პატიმრობაში 28 დღეს გაატარებს.
პუტინის „საფლავის“ ფოტო რუსულ სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა, მათ შორის ВКонтакте-ში, რომლიდანაც ფოტო რამდენჯერმე წაშალეს. სოცქსელისადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ წაშლის მიზეზი „ბევრი საჩივარია“.  
რუსეთში ინტერნეტის კონტროლთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მოქალაქეებმა 10 მარტს გააპროტესტეს, სამართალდამცველებმა კი აქციის მიმდინარეობისას 13 დემონსტრანტი დააკავეს.
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა სენატორ ანდრეი კლიშასის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტი ინტერნეტში რუსული სეგმენტის იზოლაციას ეხებოდა. ჯერ უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის გაითიშება რუსეთი გლობალური ინტერნეტქსელიდან დროებით, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ეს პირველ აპრილამდე მოხდება.
imdeinews.ge

No comments:

Post a Comment