Saturday, March 9, 2019

თოჯინა ბარბი 60 წლის გახდა

პირველი თოჯინა ბარბი 1959 წლის 9 მარტს გამოჩნდა და შავ თეთრი საცურაო კოსტიუმი ეცვა. მოდური ქერა ლამაზმანის თოჯინა 60 წლის წინ რუთ ჰანდლერმა შექმნა. ჰანდლერმა მოდელ თოჯინას საკუთარი ქალიშვილის, ბარბარას სახელი დაარქვა.
ბარბი წარმოადგენს კომპანიის MATTEL სავაჭრო მარკას. 1958 წელს რუთ ჰანდლერმათოჯინა ოფიციალურად დააპატენტა. 
დებიუტი შედგა 1959 წელს ნიუ იორკის ყოველწლიურ სათამაშოების გამოფენა – გაყიდვაზე. კომპანიამ Mattel პირველად წარმოადგინა თავისი ახალი სათამაშო – გრძელფეხებიანი, ლამაზი, მოდურად ჩაცმული, მაკიაჟით, ფრჩხილებზე მკვეთრი ფერის ლაქით და პერლამუტრის საყურეებით მორთული თოჯინა. ბარბი წარმოდგენილი იყო ორ ვარიანტში: ქერა და შევგვრემანი
საინტერესოა, რომ ამ გამოფენაზე ყველა საბითუმო ვაჭრობის წარმომადგენელმა უარი თქვა თოჯინის შეძენაზე. ამიტომ რუთმა გადაწყვიტა თოჯინა გაერეკლამებინატელევიზიით. 

No comments:

Post a Comment