Saturday, March 9, 2019

დიდ ბრიტანეთში სამედიცინო კანაფის პირველი კლინიკა გაიხსნა

ბრიტანეთში, მანჩესტერში სამედიცინო კანაფის პირველი კლინიკა გაიხსნა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. ამავე წყაროს ინფორმაციით, კერძო კლინიკაში ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტებს, ასევე ეპილეფსიით, ალცაიმერით და პარკინსონით დაავადებულ ადამიანებს მიიღებენ. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სამედიცინო კანაფის პირველ კლინიკაში ასევე უმკურნალებენ დეპრესიისა და ტრავმის შემდგომი სტრესის მქონე პაციენტებს. ანალოგიური კლინიკის გახსნას ბრიტანელები ლონდონსა და ბირმინგემში 2019 წლის გაზაფხულის მიწურულს გეგმავენ. 
დიდ ბრიტანეთში სამედიცინო კანაფი ლეგალიზებულია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment