Sunday, March 10, 2019

ჩრდილოეთ კორეაში საპარლამენტო არჩევნებია

ჩრდილოეთ კორეაში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თითოეული რაიონიდან პარლამენტში მოსახვედრად ერთი კანდიდატი, მმართველი პარტიის წევრი არის წარდგენილი. დღის პირველ ნახევარში საკუთარი არჩევანი დარეგისტრირებული ამომრჩევლების 57-მა პროცენტმა გააკეთა.
ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი სახალხო კრება ქვეყანაში სახელმწიფოს უზენაეს ორგანოდ არის მიჩნეული, თუმცა მისი მოვალეობები ნომინალურია. სახალხო კრება წელიწადში მხოლოდ ორჯერ იმართება, მიზანი კი ლიდერის მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილებების რატიფიცირებაა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment