Saturday, March 9, 2019

რას ყვებიან ბანკის დაყაჩაღებამდე გატაცებულებზე ახლობლები: "მთელი ღამე ტყეში ჰყოლიათ, ხელ-ფეხშეკრული საბარგულში იყო გამოკეტილი"

გლ­დან­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ და­ყა­ჩა­ღე­ბამ­დე გა­ტა­ცე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმე­ლებს გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბი მთე­ლი ღამე ტყე­ში ჰყავ­დათ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რო­გორც პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას­თან შეკ­რე­ბი­ლი, გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.
„მთე­ლი ღამე ტყე­ში ყო­ფი­ლან. ბი­ჭ­საც და გო­გო­საც ხელ-ფეხი შეკ­რუ­ლი ჰქო­ნი­ათ. ბიჭი მთე­ლი ღამე მან­ქა­ნა­ში, სა­ბარ­გულ­ში ჰყო­ლი­ათ გა­მო­კე­ტი­ლი, გოგო - სა­ლონ­ში. გო­გოს უკი­თხავს, რის­თვის გჭირ­დე­ბი­თო და გამ­ტა­ცებ­ლებს უთ­ქვამთ „ხვალ ნა­ხავ­თო“, - გა­ნა­ცხა­დეს ახ­ლობ­ლებ­მა.გლ­დან­ში, პო­ლი­ცი­ის მე-2 გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, წუ­ხელ გა­ტა­ცე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი უკვე და­კი­თხეს, მა­მა­კა­ცის და­კი­თხვა კი ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს.
რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი, „სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ თავ­დამ­სხმე­ლებ­მა „სუ­ბა­რუს“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, ორ ადა­მი­ან­თან ერ­თად, ბანკზე თავ­დას­ხმამ­დე, ჯერ კი­დევ გუ­შინ ღა­მით გა­ი­ტა­ცეს.
„ახალ­გაზ­რდა გოგო მან­ქა­ნით იყო, როცა მათ­ზე თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და და ის მან­ქა­ნი­ა­ნად გა­ი­ტა­ცეს. მას­თან ერ­თად გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო კი­დევ ერთი ბიჭი. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ-ფეხ­შეკ­რუ­ლი ჰყავ­დათ, ბანკზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ კი, ბან­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მან­ქა­ნი­დან ჩა­მო­აგ­დეს, თა­ვად ჩას­ხდნენ იმა­ვე მან­ქა­ნა­ში და გა­იქ­ცნენ“, - უყ­ვე­ბა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი წყა­რო.
ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შსს-ს მიერ გლ­დან­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სამი მუხ­ლი­თაა და­წყე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც ერთ-ერთი - 143-ე სწო­რედ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს, თუმ­ცა „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ მიერ მო­პო­ვე­ბულ აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს-ში ამ ეტაპ­ზე არ ადას­ტუ­რე­ბენ.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment