Saturday, March 9, 2019

როდიდან და სად მოგვიწევს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩაბარება?

მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გეგმაში გაწერილია სხვადასხვა აქტივობები, რომელთა განხორციელებაც შესაბამის უწყებებს, გეგმით განსაზღვრულ ვადებში ევალებათ. მათ შორის, მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში საუბარია, მართვის მოწმობის რეალურ მოძრაობაში გადატანის საკითხზეც.
გეგმის თანახმად, გამოცდის რეალურ მოძრაობაში გატანის საკითხი მიმდინარე წლის 1-ელ - მე-3 კვარტალში უნდა გადაწყდეს. ამასთან, დოკუმენტში გაწერილია მუნიციპალიტეტები, თუ სად ჩატარდება აღნიშნული გამოცდა. ეს ადგილებია: რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი. საპროგნოზო ბიუჯეტი კი 1 600 000 ლარია.
შეგახსენებთ, რომ მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ მოქალაქეებს, პრაქტიკული გამოცდის ჯერ ძველი სისტემით – დახურულ მოედანზე, ხოლო შემდეგ ქუჩებში – რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მოუწევთ.
bpn.ge

No comments:

Post a Comment