Friday, March 15, 2019

მეცნიერთა ჯგუფის მნიშვნელოვანი შეტყობინება: ალკოჰოლზე უარის თქმა არ გაბედოთ - ეს ნაადრევ სიკვდილს იწვევს

ტეხასის შტატში, ოსტინის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა კვლევა ჩაატარა და მივიდა დასკვნამდე, რომ ალკოჰოლურ სასმელებზე უარის თქმა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ფსიქოლოგ კარლა ჰოლაგანის ხელმძღვანელობით მეცნიერთა ჯგუფი 20 წლის განმავლობაში კვლევას ატარებდა, რომელშიც 55-65 წლის 1800-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ექსპერიმენტის მონაწილეების სიტყვიერად სამ ჯგუფად დაყვეს: ალკოჰოლიზმით დატანჯული, ალკოჰოლის ზომიერად მომხმარებელი და აბსოლუტურად ფხიზლები.

შედეგად აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც სპირტიან სასმელებზე სრულად უარს ამბობენ, სხვებთან შედარებით უფრო მცირე ხნით ცხოვრობენ - სრულად ფხიზელი ადამიანების 69% 65 წლამდე იღუპება. ალკოჰოლიზმით დატანჯულ ხალხს შორის ასეთმა მაჩვენებელმა 60% შეაგროვა, ხოლო ზომიერად ალკოჰოლის მიმღებთა შორის კი 41%, მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლი ბევრ სახიფათო დაავადებას იწვევს.

მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ მოულოდნელად და სრულად ალკოჰოლურ სასმელებზე უარის თქმა ალკოჰოლიზმზე ბევრად უფრო სახიფათოა. კვლევის სრული შედეგი სამეცნიერო ჟურნალში Alcoholism: Clinical and Experimental Research გამოქვეყნდა.
intermedia.ge

No comments:

Post a Comment