Friday, March 15, 2019

კვლევა: მათემატიკის შიში მოსწავლეებში სასოწარკვეთას იწვევს

6 წლის ბავშვებში „მათემატიკით გამოწვეული შფოთი“ სასოწარკვეთასა და შიშს იწვევს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევით, „მათემატიკური შფოთი“ მოსწავლეებში ფიზიკურ სიმპტომებსა და საკლასო ოთახში ქცევით პრობლემებს იწვევს.
მკვლევრები საკითხისადმი სერიოზული მიდგომის აუცილებლობაზე მიუთითებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს გარემოება ბავშვის სწავლის უნარზე ახდენს გავლენას.
კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შედეგის მისაღებად ბრიტანეთსა და იტალიაში დაწყებითი და საშუალო სკოლების 2 700 მოსწავლე გამოკითხეს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment