Wednesday, March 13, 2019

ნიგერიაში სკოლის სამსართულიანი შენობა ჩამოინგრა

ნიგერიის ერთ-ერთ დიდ ქალაქში, ლაგოსეში სკოლის სამსართულიანი შენობა ჩამოინგრა. გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 
წინასწარი ინფორმაციით ნანგრევებში 100-მდე ადამიანია მოყოლილი. 
ნიგერიაში შენობების ჩამონგრევის შემთხვევები არც ისე იშვიათია. ამის მიზეზი კი მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული დაბალი მოთხოვნებია. 
2016 წელს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ეკლესიის ნგრევის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment