Wednesday, March 13, 2019

ქალი, რომელიც მოდის სფეროს "აზანზარებს" - ვინ არის "ყინულის დედოფალი" ანა ვინტური

ქალი, რო­მელ­საც მო­დის სფე­რო­ში უდი­დე­სი წონა აქვს და ცნო­ბილ გა­მო­ცე­მებს არა­ერ­თხელ და­უ­სა­ხე­ლე­ბი­ათ რო­გორც „ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქალი მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში“, ბრი­ტა­ნელ-ამე­რი­კე­ლი ანა ვინ­ტუ­რია. „კარე“ და შავი სათ­ვა­ლე მის­თვის ერ­თგვარ „სა­ფირ­მო ნიშ­ნად“ იქცა - ვარ­ცხნი­ლო­ბა მას 14 წლის ასა­კის შემ­დეგ არ შე­უც­ვლია.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ვინ­ტუ­რი 1988 წლი­დან ცნო­ბი­ლი მო­დის გა­მო­ცე­მის Vogue რე­დაქ­ტო­რია და ამას­თან, რო­გორც მო­დის ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, მისი გავ­ლე­ნა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან დი­ზა­ი­ნე­რებ­ზე საკ­მა­ოდ დი­დია. ვინ­ტუ­რი და­ეხ­მა­რა მარკ ჯე­ი­კობსს, მუ­შა­ო­ბა და­ე­წყო ლუი ვი­ტონ­თან, ან­ტი­სე­მი­ტიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი სკან­და­ლის შემ­დეგ კი ჯონ გა­ლი­ა­ნო სწო­რედ ვინ­ტუ­რის დახ­მა­რე­ბით და­უბ­რუნ­და მო­დის სფე­როს. დი­ზა­ი­ნე­რე­ბის­თვის მის აზრს კო­ლექ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.
უკა­რე­ბა და მომ­თხოვ­ნი ხა­სი­ა­თის გამო ანას მეტ­სა­ხე­ლად „ბირ­თვუ­ლი ვინ­ტუ­რი“ შე­არ­ქვეს.
მის­მა ყო­ფილ­მა პი­რად­მა ასის­ტენ­ტმა ლო­რენ ვე­ის­ბერ­გმა 2003 წელს ბესტსე­ლე­რი რო­მა­ნი „ეშ­მაკს აც­ვია პრა­და“ და­წე­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით წიგ­ნის მი­ხედ­ვით ფილ­მი გა­და­ი­ღეს, სა­დაც მთა­ვა­რი გმი­რის, მი­რან­და პრის­ლის როლს მე­რილ სტრი­პი ას­რუ­ლებს. პრის­ლის პრო­ტო­ტი­პი სწო­რედ ანა ვინ­ტუ­რია.
ანას მამა, ჩარლზ ვინ­ტუ­რი გა­ზე­თის Evening Standard რე­დაქ­ტო­რი იყო და მის­გან გა­მომ­ცემ­ლის­თვის სა­ჭი­რო ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რჩე­ვა მი­ი­ღო.
ვინ­ტუ­რი მო­დით მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ინ­ტე­რეს­და, მო­დის ჟურ­ნა­ლის­ტის კა­რი­ე­რა ბრი­ტა­ნულ ჟურ­ნა­ლებ­ში და­ი­წყო, 1980-იანი წლე­ბი­დან კი Vogue-ის სა­თა­ვე­შია.
„ტე­ლეგ­რა­ფი“ წერს რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, ვინ­ტუ­რის ბევ­რმა თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მა არ იცის.
ვინ­ტურს 2 ძმა - პატ­რი­კი და ჯე­იმ­სი და ერთი და ჰყავს, ნორა. მე­სა­მე ძმა, ჯე­რალ­დი ბავ­შვო­ბის ასაკ­ში ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­ე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. პატ­რიკ ვინ­ტუ­რი გა­მო­ცე­მა „გარ­დი­ან­ში“ მუ­შა­ობს.
ვო­გის“ რე­დაქ­ტო­რი ყო­ველ დი­ლას 5 სა­ათ­ზე იღ­ვი­ძებს, რომ სამ­სა­ხურ­ში წას­ვლამ­დე ჩოგ­ბურ­თი ითა­მა­შოს. სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა იმ­დე­ნად უყ­ვარს, რომ რე­გუ­ლა­რუ­ლად ეს­წრე­ბა ჩოგ­ბურ­თის შე­ჯიბ­რე­ბებს.
თუ ვინ­ტურ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გსურთ, უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ძლი­ერ პი­როვ­ნე­ბებს ეძებს.
„არ მომ­წონს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერ­ზე მე­თან­ხმე­ბი­ან. მჭირ­დე­ბა ხალ­ხი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ კა­მა­თი, ან შე­უძ­ლი­ათ არ და­მე­თან­ხმონ ყვე­ლა მო­საზ­რე­ბა­ზე, უნდა ჰქონ­დეთ ხედ­ვა, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ­ზეც აი­სა­ხე­ბა. მა­მა­ჩემს სჯე­რო­და, რომ ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, მან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მწერ­ლე­ბი მი­ი­ღო Standard-ში, ვცდი­ლობ, მის მსგავ­სად მო­ვიქ­ცე,“ - ამ­ბობს ანა.
მარ­თა­ლია, „ბირ­თვულ ვინ­ტურს“ უწო­დე­ბენ, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ შვი­ლე­ბი მისი სი­სუს­ტეა. ყო­ფი­ლი ქმრის­გან, დე­ვიდ შე­ფე­რის­გან ორი შვი­ლი ჰყავს - ჩარლ­ზი და კეტ­რი­ნი. გო­გო­ნა „დე­ი­ლი მე­ი­ლის­თვის“ წერს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ დე­დის საქ­მი­ა­ნო­ბას მო­დის სფე­რო­ში არ გაჰ­ყვე­ბა.
ანა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რია. ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და ბა­რაკ ობა­მა­სა და ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ე­ბის­თვის თან­ხის მო­ძი­ე­ბა­ში
ტე­ლეგ­რაფ­თან“ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ძა­ლი­ან უყ­ვარს ნიუ-იორ­კი, რად­გან ეს არის ქა­ლა­ქი, სა­დაც ხალ­ხს მუ­შა­ო­ბა სურს.
„მიყ­ვარს იმი­ტო­მაც, რომ აქ მცხოვ­რე­ბი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი სა­ი­დან­ღაც არის ჩა­სუ­ლი, არა­ვინ გან­გი­კი­თხავს აქ­ცენ­ტის გამო, არა­ვინ და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ვინ იყო მა­მა­შე­ნი...“ - აღ­ნიშ­ნა ვინ­ტურ­მა.
მისი ქო­ნე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 35 მლნ დო­ლა­რია, წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი კი 2 მლნ დო­ლარს შე­ად­გენს.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment