Saturday, March 16, 2019

ტრამპმა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ სენატის გადაწყვეტილებას ვეტო დაადო

დონალდ ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ სენატის გადაწყვეტილებას ვეტო დაადო. როგორც Associated Press-ი წერს, ეს თეთრი სახლის ლიდერის პირველი ვეტოა.
სენატორების რეზოლუცია მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის სხვა ფონდებიდან თანხის აღების აკრძალვას ითვალისწინებდა.
12 რესპუბლიკელი სენატორი პარტიის წინააღმდეგ წავიდა და დემოკრატების გვერდით დადგა. შედეგად სენატორებმა 59 ხმით 41-ის წინააღმდეგ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას დაუჭირეს მხარი.
ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა 15 თებერვალს გამოაცხადა, ვინაიდან კონგრესმა მექსიკის კედლის მშენებლობისთვის 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე უარი თქვა.
მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის შესახებ დონალდ ტრამპმა დაპირება ჯერ კიდევ 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გასცა. გეგმის მიზანი არალეგალი მიგრანტებისგან აშშ-ის დაცვაა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment