Saturday, March 16, 2019

ბრიტანეთში 104 წლის ქალს ციხეში მოხვედრა სურს

ბრიტანეთში, მოხუცებულთა თავშესაფარში მცხოვრებ 104 წლის ქალს ციხეში მოხვედრა სურს. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Bristol Post-ი წერს.
„მე 104 წლის ვარ და ყოველთვის ვიყავი კანონმორჩილი, ახლა მინდა „შავ სამყაროში“ მოვხვდე“ -განაცხადა ენ ბროკენბროუმ. 
მოხუცებულთა თავშესაფარი ბრიტანეთში, ქალაქ ბრისტოლში მდებარეობს.ენ ბროკენბროუმ მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციაში Wishing Washing Line. აქციის ფარგლებში თავშესაფრის ბინადრები თავის სურვილებს ფურცელზე წერენ და საკონტაქტო ინფორმაციას უთითებენ და სპეციალურ ყუთში ყრიან. შემდეგ წერილი ხვდება ადრესატთან, რომ პენსიონერებს საბოლოო თხოვნა შეუსრულონ
ადგილობრივმა პოლიციამ ენ ბროკენბროუს სურვილს სიხარულით დაეთანხმა. პოლიციის თანამშრომლები მოხუცს შეპირდნენ, რომ თავშესაფარში მიაკითხავენ და დააპატიმრებენ. 
ბრიტანელი 104 წლის ქალის „დაპატიმრება“ 20 მარტს მოხდება. არასტანდარტული სურვილების სიაში შევიდა ასევე Rolls-Royce-ით გასეირნება, მოტოკლუბში სტუმრობა და მასაჟი
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment