Saturday, March 16, 2019

თბილისში კორპუსიდან გადავარდნის შედეგად ორი მუშა დაიღუპა

ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან გადავარდნის შემდეგ ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. დაშავებულთაგან ერთი კლინიკაში შეყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა, მეორე კი - ადგილზე.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


ერთ-ერთი დაშავებული მუშის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პაციენტის მკურნალი ექიმის თქმით, 30 წლის კაცის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე კრიტიკული იყო.
„ჩატარებული კვლევებით დიაგნოსტირდა ქალატვინს მძიმე ტრავმა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ფილტვების დაჟეჟილობა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ტრავმული შოკი. პაციანტი სასიცოცხლო ჩვენებით შეიყვანეს საოპერაციო ბლოკში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია და შესაბამისი გამოკვლევები“. 
გავრცელებული ცნობით, მუშები სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდნენ. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. 
ამავე წყარომ Imedinews-ს განუცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment