Saturday, March 16, 2019

პარიზში დემონსტრაციები განახლდა. დაკავებულია 70-მდე პირი

„ყვითელჟილენტიანების“ აქცია განახლდა - დემონსტრანტებმა პარიზში მაღაზიები დაარბიეს.  არეულობის დროს სამართალდამცველებმა 70-მდე პირი დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტრიუმფალურ თაღთან მიმდინარე დემონსტრაციას ათასობით ადამიანი ესწრება, მათ შორის რამდენიმე ათეული პირი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა.
დემონსტრანტების ქმედების საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცრელმსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციები გასული წლის 17 ნოემბრს არ დაიწყო. აქციების დროს არეულობებსა და შეტაკებებს 10 ადამიანი ემსხვერპლა. საწვავზე ფასის მატების საწინააღმდეგო აქციების მონაწილეები, დღეს, უკვე მთავარ მოთხოვნად ემანუელ მაკრონის გადადგომას ასახელებენ.
imdinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment