Friday, March 8, 2019

მწვავე დაპირისპირება „რეალის“ პრეზიდენტსა და სერხიო რამოსს შორის

პერესი საკმაოდ მაღალი ტონით საუბრობდა და ფეხბურთელებს მოუწოდებდა, რომ ასეთი უმოტივაციოობა გუნდის წინაშე დანაშაულია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფლორენტინო სანტიაგო სოლარის გუნდთან ერთად დაემშიდობა და განუცხადა, რომ კოლექტივს დატოვებს და მასთან ერთად დღევანდელი გუნდის ბევრი ფეხბურთელიც წავა.

როგორც სჩანს, სერხიო რამოსმა მოვლენების მსგავსი განვითარება ვერ მოითმინა და პრეზიდენტს ასევე მწვავედ უპასუხა, რომ თუ სოლარი წავა და გუნდში მოურინიო დაინიშნება, ნახევარი კოლექტივი მადრიდს დატოვებს, ვინაიდან პორტუგალიელთან მუშაობა არ სურთ
Halamadrid.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment