Friday, March 8, 2019

5 ქართველი ქალის წარმატებული კარიერა უცხოეთში

8 მარტს მსოფ­ლიო ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს აღ­ნიშ­ნავს. ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, გვინ­და გა­გაც­ნოთ და გა­გახ­სე­ნოთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა უცხო­ეთ­ში შეძ­ლეს, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ მოღ­ვა­წე­ო­ბენ და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კა­რი­ე­რას ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­საც წარ­მა­ტე­ბით უთავ­სე­ბენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

30 წლის თა­მარ ჭა­ბუ­კა­ი­ძე, სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა საფ­რან­გეთ­ში

თა­მარ ჭა­ბუ­კა­ი­ძემ 22 წლის ასაკ­ში და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო და საფ­რან­გეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, ასე­ვე, ქარ­თველ ემიგ­რან­ტთან ოჯა­ხი რომ შე­ექ­მნა. ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბის და­ტო­ვე­ბა ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას­თვის, რო­მე­ლიც სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას იწყებ­და, რთუ­ლი იყო, მაგ­რამ მისი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობ­და და ეს ცვლი­ლე­ბაც გარ­და­უ­ვა­ლი იყო.
თა­მარ­მა უცხო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცია მა­ლე­ვე მო­ა­ხერ­ხა და ახლა 30 წლის მსა­ხი­ო­ბი, პა­რიზ­ში 4 თე­ატ­რა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ის წევ­რია, ხში­რად თა­მა­შობს სხვა­დას­ხვა თე­ატ­რის სცე­ნა­ზე, იღე­ბენ რეკ­ლა­მებ­სა და ფილ­მებ­შიც.

თა­მა­რი მომ­ღე­რალ გოჩა ჭა­ბუ­კა­ი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ "ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლით გა­ით­ქვა სა­ხე­ლი. "ქარ­თველ­მა ჯო კო­კერ­მა" სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლი­სას პირ­ვე­ლი ნო­მე­რი სწო­რედ მის ქა­ლიშ­ვილს - თა­მარს მი­უ­ძღვნა, რო­მე­ლიც მა­შინ უკვე ემიგ­რან­ტი იყო.
"პა­რიზ­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ენის შემ­სწავ­ლელ კურ­სებ­ზე და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვე­ში ჩემი ძვე­ლი პრო­ფე­სი­ით, მო­ცეკ­ვა­ვედ ვმუ­შა­ობ­დი. ინ­ტეგ­რა­ცია საკ­მა­ოდ მალე მო­ვა­ხერ­ხე, რა­შიც ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჩემს მე­უღ­ლეს, გი­ორ­გი და­ვი­თაშ­ვილს. უკვე შვი­ლიც გვყავს...
ჩემი სა­მუ­შა­ოს 90% უკავ­შირ­დე­ბა თე­ატრს, ვთა­მა­შობ 4 თე­ატ­რა­ლურ კომ­პა­ნი­ა­ში და, ასე­ვე, თე­ატ­რის პე­და­გო­გად, მაგ­რამ თავს მხო­ლოდ თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბად არ მო­ვი­საზ­რებ. გავ­დი­ვარ ბევრ კი­ნო­კას­ტინგს და უკვე მქონ­და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გა­და­ღე­ბე­ბი პა­ტა­რა რო­ლე­ბით. ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი ისეთ კი­ნო­რე­ჟი­სო­რებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა: ალან შაბა, ნი­კო­ლა ვა­ნიე, ზიად დუ­ე­ი­რი. ვმო­ნა­წი­ლე­ობ რეკ­ლა­მებ­სა და მუ­სი­კა­ლურ ვი­დე­ორ­გო­ლებ­ში
რაც შე­ე­ხე­ბა თე­ატრს, საფ­რან­გეთ­ში არ არის ცნე­ბა "თე­ატ­რი თა­ვი­სი და­სით". აქ თე­ატ­რი არის შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც სცე­ნას უთ­მობს სხვა­დას­ხვა თე­ატ­რა­ლურ კომ­პა­ნი­ას. ამი­ტომ დღეს "ჩემი თე­ატ­რი" არის მუდ­მი­ვი ცვლა თე­ატ­რა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის, მუდ­მი­ვი ცვლა რე­ჟი­სო­რე­ბის და მუდ­მი­ვი კას­ტინ­გე­ბი და ძი­ე­ბა ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის. ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ რთუ­ლია, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, არა­ნორ­მა­ლუ­რად სა­ინ­ტე­რე­სოა. სხვა­დას­ხვა ხედ­ვი­სა და თე­ატ­რა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის უამ­რავ ადა­მი­ან­თან მი­წევს მუ­შა­ო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყო­ვე­ლი ახა­ლი კომ­პა­ნია კი­დევ სხვა, ახა­ლი თე­ატ­რის კარს მიხ­სნის.
- რას ურ­ჩევთ ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბულ სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბო­ბენ?
- ვურ­ჩევ­დი, იყ­ვნენ, რაც შე­იძ­ლე­ბა, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ნი, გა­ბე­დუ­ლე­ბი და აქ­ტი­უ­რე­ბი. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად იმოგ­ზა­უ­რონ, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი, ნა­ხონ სხვა კულ­ტუ­რა, სხვა ხალ­ხი, და­ინ­ტე­რეს­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბით და მათი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, სა­კუ­თა­რი თავი გა­მოკ­ვე­ბონ ხა­რის­ხი­ა­ნი ხე­ლოვ­ნე­ბით, რათა მათ მიერ გად­მო­ცე­მუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბაც იყოს ხა­რის­ხი­ა­ნი. არას­დროს შე­წყვი­ტონ სწავ­ლა. აქ 60 წლის მსა­ხი­ო­ბე­ბიც კი ყო­ველ­წლი­უ­რად გა­დი­ან კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ კურ­სებს, რომ კი­დევ უფრო მე­ტად გან­ვი­თარ­დნენ. და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, არას­დროს არ და­ნებ­დნენ! წა­ი­კი­თხეთ ვრცლად თა­მარ ჭა­ბუ­კა­ი­ძეს­თან ინ­ტერ­ვიუ

31 წლის ანა ტრა­პა­ი­ძე, მუ­შა­ობს გერ­მა­ნი­ა­ში სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტებ­ზე

31 წლის ანა ტრა­პა­ი­ძის წარ­მა­ტე­ბულ სა­მეც­ნი­ე­რო კა­რი­ე­რას, ბავ­შვო­ბი­დან დე­დის გავ­ლე­ბით ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. ახლა ახალ­გაზ­რდა დედა გერ­მა­ნი­ა­ში წარ­მა­ტე­ბულ სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ობს.
"ე.წ "კო­მა­რო­ვის" ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კურ სკო­ლა­ში სწავ­ლა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იყო ჩემი ოც­ნე­ბის ახ­დე­ნი­სა­კენ. მას­წავ­ლებ­ლის, ბა­ტონ რა­მინ ჭე­ლი­ძის წყა­ლო­ბით ფი­ზი­კა ჩემი საყ­ვა­რე­ლი სა­გა­ნი გახ­და და ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში ფი­ზი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე გან­ვაგ­რძე სწავ­ლა იმ იმე­დით, რომ თუკი სურ­ვი­ლი მექ­ნე­ბო­და, ყო­ველ­თვის შე­მეძ­ლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­სურ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის არ­ჩე­ვა. თა­ვი­დან კოს­მო­ლო­გი­ამ გა­მი­ტა­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ისევ სი­ცო­ცხლის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბამ და ექ­სპე­რი­მე­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სიყ­ვა­რულ­მა გა­დას­ძა­ლა და ბი­ო­ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით წას­ვლა გა­და­მა­წყვე­ტი­ნა.
..ბი­ო­მა­სა­ლე­ბის სფე­რომ დოქ­ტო­რან­ტუ­რის შემ­დეგ და­მინ­ტე­რე­სა - თუ რა გა­სა­ო­ცა­რი მა­სა­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა ცო­ცხა­ლი სამ­ყა­რო და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ბუ­ნე­ბის მი­ბაძ­ვით უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ახა­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი მა­სა­ლა შე­იქ­მნას. ჩემი პოსტ დოქ­ტო­რან­ტუ­ლი კვლე­ვა, პოც­და­მის კო­ლო­ი­დე­ბის და ზე­და­პი­რე­ბის კვლე­ვის მაქს პლან­კის ინ­ტი­ტუ­ტში (MPIKG), ბი­ო­მა­სა­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში პრო­ფე­სორ პი­ტერ ფრაცლ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს.
მთა­ვარ სა­წყის კომ­პო­ნენ­ტად ვი­ყე­ნებ ცი­ლე­ბის მიმ­დევ­რო­ბას, გა­მო­ყო­ფილს ზღვის მი­დი­ე­ბის ძა­ფე­ბის­გან, რომ­ლე­ბი­თაც მი­დია სხვა­დას­ხვა ზე­და­პირ­ზე და­სა­მაგ­რებ­ლად იყე­ნებს. ცი­ლის ამ სა­ო­ცარ მიმ­დევ­რო­ბას შე­უძ­ლია გა­რე­მოს ზე­მოქ­მე­დე­ბით შე­სა­ტყვი­სად გა­და­ე­წყოს მო­წეს­რი­გე­ბულ სტრუქ­ტუ­რად, რო­მელ­საც თვი­თაღ­დგე­ნა­დი მე­ქა­ნი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი გა­აჩ­ნია. სწო­რედ ამ მიმ­დევ­რო­ბას და ბიო-შე­თავ­სე­ბად პო­ლი­მე­რულ ბლო­კებს ვი­ყე­ნებთ, რომ შევ­ქმნათ ისე­თი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ პი­რო­ბებ­ში სი­თხეა, მაგ­რამ პა­ტა­რა ქი­მი­უ­რი ბიძ­გით მყარ ჟე­ლედ გა­და­იქ­ცე­ვა, სა­დაც უჯრე­დე­ბის და­ნერგვა და სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის უჯრე­დუ­ლი ქსო­ვი­ლე­ბის გაზ­რდა შე­იძ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხრტი­ლის, ძვლის აღ­დგე­ნა, ან­დაც 3-გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი ბიო-ბეჭდ­ვა...
...მე, რო­გორც დედა, მე­უღ­ლე, მე­გო­ბა­რი, ჩემს პრო­ფე­სი­ა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ადა­მი­ა­ნი მრა­ვა­ლი ინ­ტე­რე­სით, ვცდი­ლობ ოპ­ტი­მა­ლუ­რად გა­ვა­ნა­წი­ლო დრო ჩემი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის­თვის, რომ ჰარ­მო­ნი­უ­ლად მო­ვა­ხერ­ხო ყვე­ლა მო­ვა­ლე­ო­ბის და ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი და პი­რა­დი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ზრუნ­ვა და ამას­თან დავ­ტკბე სი­ცო­ცხლით "აქ და ახლა". თა­ვი­სუ­ფალ დროს მიყ­ვარს ცეკ­ვა, ცურ­ვა, და ბუ­ნე­ბა­ში ხე­ტი­ა­ლი. დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა, ცოდ­ნის და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, არ მე­ნა­ნე­ბა დრო­ის გა­ნა­წი­ლე­ბა კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის წა­ი­კი­თხეთ ვრცლად ანა ტრა­პა­ი­ძეს­თან ინ­ტერ­ვიუ

28 წლის თე­ო­ნა ლავ­რე­ლაშ­ვი­ლი, ევ­რო­კო­მი­სი­ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი

ევ­რო­კო­მი­სი­ას, ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ქარ­თვე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ყავს - პო­ლი­ტი­კის ოფი­ცე­რი 28 წლის თე­ო­ნა ლავ­რე­ლაშ­ვი­ლი და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნე­თის და თურ­ქე­თის სა­კი­თხებს კუ­რი­რებს. მისი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლია, ბევ­რს მუ­შა­ობს, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია, ხში­რად იღ­ლე­ბა კი­დეც, თუმ­ცა არას­დროს ნებ­დე­ბა.
ევ­რო­კო­მი­სი­ამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა არც მოკ­ლე ყო­ფი­ლა და არც იოლი - ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც ბელ­გი­ა­ში, ევ­რო­პის კო­ლე­ჯში მე­ო­რე სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლა გა­და­წყვი­ტა. სა­ქარ­თვე­ლოს თუნ­დაც ერთი წლით და­ტო­ვე­ბა უჭირ­და, თუმ­ცა იმ პე­რი­ოდ­ში ახალ­გაზ­რდულ პო­ლი­ტი­კა­ში საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი და ქვეყ­ნი­დან წას­ვლა და მა­ლე­ვე დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა..
"სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მალე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ბრი­უ­სელ­ში საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბით გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­მეძ­ლო. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ევ­რო­პის პარ­ლა­მენ­ტში და­ვი­წყე სტა­ჟი­რე­ბა, შემ­დეგ ევ­რო­დე­პუ­ტა­ტის ასის­ტენ­ტი გავ­ხდი, ახლა კი ევ­რო­კო­მი­სი­ის სა­მე­ზობ­ლო­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რატ­ში ვარ. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან და პი­რა­დად მი­ნის­ტრი­დან მქონ­და მხარ­და­ჭე­რა, ბრი­უ­სელ­შიც ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი თუ სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე და­მეხ­მა­რა, რი­სიც ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ...
კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ვუ­წევ ჩვე­ნი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რა­ტის ურ­თი­ერ­თო­ბებს და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნე­თის და თურ­ქე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ ევ­რო­კავ­ში­რის რამ­დე­ნი­მე ინ­სტრუ­მენ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნე­თის ქვეყ­ნებ­ში, ძი­რი­თა­დად სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­რო­ში. მაქვს ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი გა­ფარ­თო­ე­ბის ევ­რო­კო­მი­სარ ჰა­ნის კა­ბი­ნე­ტის წევ­რებ­თან და ერ­თობ­ლი­ვად ვგეგ­მავთ საქ­მი­ა­ნო­ბას წა­ი­კი­თხეთ ვრცლად თე­ო­ნა ლავ­რე­ლაშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვიუ

28 წლის ანა ყა­ლი­ჩა­ვა, მუ­შა­ობს ჰო­ლან­დი­ა­ში, დელფ­ტის ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში

28 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ბი­ო­ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მი­ა­ნობს. პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც ანა ჰო­ლან­დი­ა­ში, დელფ­ტის ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობს, სამ­ყა­რო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ცესს - უჯრე­დე­ბის გა­ყო­ფის ციკლს შე­ის­წავ­ლის.
"თა­ვი­დან თე­ო­რი­უ­ლი ფი­ზი­კით ვი­ყა­ვი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­ხვდი, რომ ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი უფრო მი­ზი­დავ­და. ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის ბოლო კურ­სზე შვე­ცი­ა­რი­ა­ში, ცი­უ­რი­ხის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვი­ა­რე პრაქ­ტი­კე­ბი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა კი გა­ვი­გე, რომ დე­დას სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უდ­გინ­და. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კვლე­ვა ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა, თუ რას­თან გვქონ­და საქ­მე. დე­და­ჩე­მის იმუ­ნო­ჰის­ტო­ქი­მი­ურ ანა­ლი­ზებ­ში თვალ­ში სა­ცე­მი იყო ცილა - HER2. ზოგი ექი­მი ამ ცი­ლის და­დე­ბი­თო­ბას გვი­ლო­ცავ­და. მე კი ვე­რა­ფერს ვი­გებ­დი გარ­და ერ­თი­სა - დე­და­ჩემს სიმ­სივ­ნე ქონ­და...
გა­მიჩ­ნდა კი­თხვე­ბი, თუ რის­გან შევ­დგე­ბო­დით, რა მარ­თავ­და ჩვე­ნი სი­ცო­ცხლის ფორ­მას? რის­გან შედ­გე­ბო­და სამ­ყა­რო და ვინ ვი­ყა­ვით ამ სამ­ყა­რო­ში ჩვენ? ამ კი­თხვებ­ზე სა­პა­სუ­ხოდ, ფი­ზი­კა აღარ იყო საკ­მა­რი­სი, და­ვი­წყე ბი­ო­ლო­გი­ის, ბი­ო­ქი­მი­ის სწავ­ლა. მინ­დო­და უფრო ფუნ­და­მენ­ტუ­რად გა­მე­გო და შე­მესწვა­ლა უჯრე­დე­ბი, ცი­ლე­ბი, დნმ, მათი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, მუ­ტა­ცი­ე­ბი და ბი­ო­ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დავ­წყვი­ტე სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა.
...ყვე­ლა­ზე დიდ მიღ­წე­ვად ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მი­ვიჩ­ნევ ქეის დე­კე­რის (2017 წლის ნო­ბე­ლის პრე­მი­ა­ზე წარ­დგე­ნილ - Dr. Cees Dekker) ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მოხ­ვედ­რას. დღეს ვმუ­შა­ობ მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო თუ არა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე კარგ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, სა­დაც გას­ხვა­ვე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის კვლე­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­რე­მო სა­ოც­რად ამ­ბი­ცი­უ­რია და იდე­ის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვთა­ვა­ზობს. ძი­რი­თა­დი პრო­ექ­ტის გარ­და, ვმუ­შა­ობ სა­მეც­ნი­ე­რო სტარ­ტაპ­ზე, რო­მე­ლიც ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის გა­მოხ­დის ახალ მე­თოდს გვთა­ვა­ზობს წა­ი­კი­თხეთ ვრცლად ანა ყა­ლი­ჩა­ვას­თან ინ­ტერ­ვიუ

33 წლის მა­რი­ამ ბარ­ბო-ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, მუ­შა­ობს გერ­მა­ნი­ა­ში, გო­თინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გლო­ბა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტებ­ზე

ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გამო მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სად­მი რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის წარ­მოქ­მნა­სა და გავ­რცე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სტრა­ტე­გი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბაა სა­ჭი­რო. ამ სტრა­ტე­გი­ის შექ­მნას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რის მა­რი­ამ ბარ­ბო-ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­მა­გის­ტრო ნაშ­რო­მი გერ­მა­ნი­ა­ში, ბრე­მე­ნის ია­კობ­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მისი სა­მა­გის­ტრო თე­მის მი­ზა­ნი იყო მე­დი­ცი­ნა­ში ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის ბაქ­ტე­რი­ულ უჯრე­დებ­ში შეღ­წე­ვის მე­ქანზმე­ბის ბი­ო­ფი­ზი­კუ­რი მე­თო­დე­ბით შეს­წავ­ლა.
33 წლის მა­რი­ა­მის ფი­ზი­კას­თან კავ­ში­რი ბავ­შვო­ბი­დან და­ი­წყო.
"სამ­ყა­რო, ფი­ზი­კა, ბუ­ნე­ბის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა - ეს ის სი­ტყვე­ბია, რომ­ლე­ბიც სახ­ლში ღრმა ბავ­შვო­ბი­დან მეს­მო­და, მა­მა­ჩე­მის, ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის, პრო­ფე­სორ ჯიმ­შერ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კის ფა­კულ­ტე­ტის თე­ო­რი­უ­ლი ფი­ზი­კის კა­თედ­რა­ზე. სწო­რედ მან შე­მაყ­ვა­რა სამ­ყა­როს წარ­მო­შო­ბა­სა და ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის აგე­ბუ­ლე­ბა­ზე ფიქ­რი და ამ სიყ­ვა­რულ­მა გა­და­მა­წყვე­ტი­ნა სა­ბო­ლო­ოდ და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა ჩემი ბედი სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­თან...
მგო­ნია, რომ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ია­რა­ღი არის ინ­ტე­რე­სი და და­უშ­რე­ტე­ლი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა იმ სფე­რო­სი, რო­მელ­შიც ვმოღ­ვა­წე­ობთ. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ახალ­გაზ­რდებ­მა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლონ იმის მი­ხედ­ვით, თუ რა სურს და აინ­ტე­რე­სებს ჭეშ­მა­რი­და­ტად. ამით პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი კა­რი­ე­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბის­კენ უკვე გა­დად­გმუ­ლია. ასე­ვე, და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მა­ღა­ლი გრძნო­ბა, სა­კუ­თარ თავ­ზე მუდ­მი­ვი მუ­შა­ო­ბა და სა­ჭი­რო კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რე­ბია შემ­დგო­მი კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვი­სა და სა­ბო­ლოო წარ­მა­ტე­ბის­თვის... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად მა­რი­ამ ბარ­ბო-ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ
ambebi.ge

No comments:

Post a Comment