Friday, March 15, 2019

ხელისუფლების წარმომადგენლები ახალი ზელანდიის ტერაქტს ეხმიანებიან

ახალ ზელანდიაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალ ზელანდიას სამძიმარი გამოუცხადა და მსოფლიო მასშტაბით მუსლიმთა გაერთიანებას თანადგომა აღუთქვა.
„ახალ ზელანდიაში 49 მოქალაქის საზარელი მკვლელობა ტერორისტული აქტია, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით მოჰყვა რეზონანსი. საქართველო ზელანდიელი ხალხისა და მსოფლიო მასშტაბით მუსლიმთა გაერთიანების გვერდით დგას. იმედი მაქვს ტერორიზმის ტრაგედია ერთხელ და სამუდამოდ ყველასთვის აღმოიფხვრება“, - წერს სალომე ზურაბიშვილი მიკრობლოგ Twitter-ზე. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment