Friday, March 15, 2019

კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოსწავლეების მასობრივმა აქციებმა მსოფლიო მოიცვა

მსოფლიო მასშტაბით ათასობით სკოლის მოსწავლემ საკლასო ოთახი დატოვა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. ამის შესახებ BBC წერს
ინდოეთი, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და საფრანგეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც თინეიჯერებმა კლიმატის ცვლილება ერთხმად გააპროტესტეს. 
გამოცემის ინფორმაციით, საპროტესტო ტალღა დიდი ალბათობით 100-მდე ქვეყანას მოიცავს. მსგავსი გამოსვლების ინსპირაცია შვედი სკოლის მოსწავლე გრეტა ტუნბერგია, რომელიც შვედეთის პარლამენტის წინ ყოველკვირეულად მართავს აქციას. 
პარიზის პაქტი კლიმატური ცვლილებების შესახებ 2015 წლის 12 დეკემბერს მიიღეს. შეთანხმება 200-მდე ქვეყანას აერთიანებს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment