Wednesday, March 6, 2019

შვეიცარიის ალპებში ახალი სახეობის თევზი აღმოაჩინეს

პალეონტოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა შვეიცარიის ალპებში, სან-ჯორჯოს მთებთან ახლოს ახალი ჯიშის თევზის ნაწილები აღმოაჩინა. ამის შესახებ Science Daily წერს.
თევზი დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ ბინადრობდა. სპეციალისტების განმარტებით, ისინი Eosemionotus-ის ჯიშსს მიეკუთვნებიან. ამ სახეობის პირველი თევზი E. Vogeli 1906 წელს ბერლინის სიახლოვეს აღმოაჩინეს, მეორე კი 2004 წელს და მას E. Ceresiensis-ი უწოდეს. 
ალპებში აღმოჩენილი თევზის სახეობას E. Diskosomus-ი, E. Sceltrichensis-ი და E. Minutus-ი უწოდეს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment