Wednesday, March 6, 2019

უზბეკეთის პირველი პრეზიდენტის შვილი დააპატიმრეს

უზბეკეთის პირველი პრეზიდენტის ისლამ ქარიმოვის შვილი გულნარა ქარიმოვა 5-წლიანი შინაპატიმრობის პირობების დარღვევისთვის ციხეში ჩასვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პროკურატურის მტკიცებით, გულნარა ქარიმოვამ მრავალგზის გამოიყენა ინტერნეტი და დატოვა სახლი, რაც მას აკრძალული ჰქონდა.
2017 წელს ქარიმოვას სასამართლომ თაღლითობისა და ფულის გათეთრებისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სასჯელს შინაპატიმრობით იხდიდა.
გულნარა ქარიმოვას ადვოკატმა მისი დაკავების ამსახველი ფოტო Twitter-ზე გააზიარა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment