Monday, March 11, 2019

თონე, შოთი და ქართული ლავაში - პურის სახეობები უძველეს საქართველოში და მათი ცხობის ტრადიციები

სა­ქარ­თვე­ლო­ში პუ­რის რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს, რო­მელ­თა ცხო­ბის ტექ­ნო­ლო­გია და ფორ­მე­ბი ამ საქ­მის ცოდ­ნის დიდ კულ­ტუ­რა­ზე მე­ტყვე­ლებს. პური ყუ­ა­თი­ა­ნი პრო­დუქ­ტია. მისი ცომი უმე­ტე­სად ხორ­ბლის ფქვი­ლის­გან მზად­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო პუ­რე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბის მო­შე­ნე­ბის ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს კე­რად მი­იჩ­ნე­ვა. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხორ­ბლის მდი­და­რი ჯი­შე­ბი შე­იქ­მნა და და­მუ­შავ­და, რა­მაც ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას ხელი დი­დად შე­უ­წყო. და­საფ­ქვავ ხორ­ბალს ადრე სუ­ლადს უწო­დებ­დნენ, ხოლო დაფ­ქვილს - ფქვილს. არ­სე­ბობ­და სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხი­სა და თვი­სე­ბის ხორ­ბა­ლი, რო­მელ­თა­გა­ნაც სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი პური ცხვე­ბო­და...

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პურს თო­ნე­შიც აცხო­ბენ და ფურ­ნე­შიც, თუმ­ცა თო­ნის პური უფრო უყ­ვართ და სა­პა­ტი­ო­და­ცაა მიჩ­ნე­უ­ლი. ფურ­ნე­ში კი ყვე­ლა სა­ხის პური ცხვე­ბა

თუ თო­ნე­ში პუ­რის მცხო­ბელს სახე ეწ­ვის, ფურ­ნე­ში გა­მო­ცხო­ბი­სას, ამის­გან და­ზღვე­უ­ლია. ამას­თან, თო­ნის პურს გამ­ძლე­ო­ბაც ნაკ­ლე­ბი აქვს: სამი დღის მერე შრე­ბა, ფურ­ნი­სა კი ერთი კვი­რა ძლებს. პური, ფორ­მის მი­ხედ­ვით, სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ცხვე­ბო­და - მრგვა­ლი, გრძე­ლი, ოთხკუ­თხე­დი, ადა­მი­ა­ნი­სა და ცხო­ვე­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით და გუ­ლი­ა­ნი ნამ­ცხვრე­ბი. პური ასე­ვე და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით იყო - რი­ტუ­ა­ლუ­რი, სა­ო­ჯა­ხო, სას­ტუმ­რო. რი­ტუ­ა­ლურს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა მიც­ვა­ლე­ბუ­ლის კულტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ღვთა­ე­ბა­თა თაყ­ვან­სა­ცე­მად, ბუ­ნე­ბის ძა­ლე­ბის მი­მართ და სხვა ქადა-კვე­რე­ბი.
გა­მომ­ცხვა­რი პური სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ სო­ფელ­ში სა­მო­ხე­ლეო გა­და­სა­ხად­ში შე­დი­ო­და. პუ­რის­თვის ერთი სა­ხის ხორ­ბლის ფქვი­ლი ან შე­რე­უ­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ძველ სა­ქარ­თვე­ლო­ში "გლეხ­ნი ხმა­რობ­დნენ ოდეს­მე ქერჭ­რელ პურ­სა, ესე იგი ხორ­ბალ­სა და ქერ­სა ერ­თად დაფ­ქვი­ან და გა­მო­ა­ცხო­ბენ" (კალ­მა­სო­ბა). "წმინ­დის" პური დე­ლი­კა­ტესს წარ­მო­ად­გენ­და და სუფ­რა­ზე მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბულ დღე­ებ­ში მო­იხ­მარ­დნენ.
პუ­რი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩვენ­ში ყო­ველ­თვის სა­რი­ტუ­ა­ლო დო­ნე­ზე იყო აყ­ვა­ნი­ლი. მას მო­წი­წე­ბით ეპყრო­ბოდ­ნენ და უფრთხილ­დე­ბოდ­ნენ. სუფ­რა­ზე პირ­ვე­ლად ღვი­ნო და პური მიჰ­ქონ­დათ, რო­მელ­საც კი არ ჭრიდ­ნენ, არა­მედ ხე­ლით ამ­ტვრევ­დნენ, ხოლო თუ ძირს და­უ­ვარ­დე­ბო­დათ, აი­ღებ­დნენ და აკო­ცებ­დნენ. პუ­რის ცხო­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლად სა­ო­ჯა­ხო რი­ტუ­ა­ლიც გახ­ლდათ. თონე წმინ­და ად­გი­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. სწამ­დათ, რომ პუ­რის ცხო­ბი­სას მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლე­ბიც იქვე ტრი­ა­ლებ­დნენ, ამი­ტომ ცო­მის ზე­ლი­სას და თო­ნის კურ­თხე­ვი­სას მცხო­ბე­ლებს აუ­ცი­ლებ­ლად ახ­სე­ნებ­დნენ. გა­მომ­ცხვარ პუ­რებს აგ­რი­ლებ­დნენ ხის ვარცლ­ში და შემ­დეგ ინა­ხავ­დნენ ასე­ვე ხის კი­დობ­ნებ­ში.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხორ­ცე­უ­ლი მი­ღე­ბუ­ლი საჭ­მე­ლი იყო ყო­ველ­თვის, არ­სე­ბო­ბის­თვის პურს უპი­რა­ტე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და... თუმ­ცა მთა­ში უპუ­რო­ბა არ­ცთუ იშ­ვი­ა­თი იყო. ამი­ტომ პუ­რის მო­სა­პო­ვებ­ლად სხვა­გან მი­დი­ოდ­ნენ, მა­გა­ლი­თად, მო­ხე­ვე­ე­ბი პუ­რე­უ­ლის მო­სა­მა­რა­გებ­ლად ჩრდი­ლო-კავ­კა­სი­ის სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში სა­მუ­შა­ოდ მი­დი­ოდ­ნენ... სახ­ნა­ვი მი­წის ნაკ­ლე­ბო­ბა და უმო­სავ­ლო წლე­ბი ხევ­სურს აი­ძუ­ლებ­და, პუ­რის მარ­ცვალ­ში სხვა­დას­ხვა თეს­ლი შე­ე­რია. სვა­ნე­თის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ ყო­ფა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით იყო გა­მოკ­ვე­თი­ლი სქე­სის, ასა­კი­სა და სა­მუ­შა­ოს ხა­სი­ა­თის მი­ხედ­ვით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პური და პუ­რის ნამ­ცხვა­რი.
თონე
თონე, თორ­ნე (ძველ ქარ­თუ­ლად) მი­წა­ში ჩად­გმუ­ლი უძი­რო და ცი­ლინ­დრუ­ლი ფორ­მის თი­ხის ნა­კე­თო­ბაა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში და მი­ღე­ბუ­ლია მა­ღა­ლი წე­ბოვ­ნე­ბის მქო­ნე პუ­რის სა­ცხო­ბად. ქარ­თუ­ლი მე­თო­ნე­ო­ბა, ძი­რი­თა­დად, ორგვა­რი სა­ხის თონს იც­ნობს: სა­ო­ჯა­ხოს ანუ სოფ­ლურ თო­ნეს და პრო­ფე­სი­უ­ლი მე­პუ­რის თო­ნეს. სოფ­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია პა­ტა­რა, სა­შუ­ა­ლო და დიდი ზო­მის პირ­მოხ­ვე­უ­ლი და პირ­გა­ნი­ე­რი თო­ნე­ე­ბი. სა­ო­ჯა­ხო თო­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­მაღ­ლე, რო­გორც წესი, მეტ­რია. სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში თონე მი­წა­ში სხვა­დას­ხვა სიღ­რმით იდ­გმე­ბა: მთლი­ა­ნად, სა­ნა­ხევ­როდ ან მხო­ლოდ ძი­რით. თო­ნის მი­წის­ზე­და ნა­წი­ლის გა­სა­მაგ­რებ­ლად და სიმ­ხურ­ვა­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, თონე ირ­გვლივ წნე­ლით შე­მო­იწ­ვნე­ბა, წნუ­ლი­სა და თო­ნის კე­დელს შუა არ­სე­ბუ­ლი ცა­რი­ე­ლი ად­გი­ლი მი­წით ამო­ივ­სე­ბა და და­იტ­კეპ­ნე­ბა. თო­ნეს იყე­ნებ­დნენ აგ­რეთ­ვე პრო­დუქ­ტე­ბის "ჩა­თუთ­ქვის", ხის ნა­წი­ლე­ბის გა­მოშ­რო­ბის, გათ­ბო­ბის მიზ­ნი­თაც. პრო­ფე­სი­უ­ლი მე­პუ­რის თონე სოფ­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი თო­ნის­გან სი­დი­დი­თაც გან­სხვავ­დე­ბა და მოყ­ვა­ნი­ლო­ბი­თაც. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლია ურ­ბნი­სის (V-VII სს.), თბი­ლი­სის (XI, XII სს.), რუს­თა­ვის (XII-XIII სს.), უფ­ლის­ცი­ხის (XIV-XVI სს.) და სხვა გა­ნა­თხა­რი თო­ნე­ე­ბი. ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყვე­ლა­ზე ძვე­ლია ძვ. წ. VIII ს. ურარ­ტუ­ლი თონე.
შოთი
შოთი - ქარ­თუ­ლი თო­ნის პუ­რის სა­ხე­ო­ბაა, გრძე­ლი და რკა­ლი­სე­ბუ­რი. აქვს სქე­ლი ყუა, თხე­ლი პირი და წაწ­ვე­ტე­ბუ­ლი ბოლო. გან­სა­კუთ­რე­ბით გრძელ და მოხ­რილ ხმლი­სე­ბურ შო­თებს აცხო­ბენ კა­ხეთ­ში, ქარ­თლში კი შე­და­რე­ბით მოკ­ლე შო­თებს. სა­ხელ­წო­დე­ბა „შოთი“ წარ­მარ­თულ ღვთა­ე­ბას­თან, მთვა­რეს­თან უნდა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ძველ სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ებ­ში სა­წირ­ვე­ლად პუ­რი­ცაა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, ამას­თან, ყო­ფით­მა ტრა­დი­ცი­ამ ხორ­ბლის ზე­და­შე­ე­ბი შე­მო­ი­ნა­ხა, რო­მელ­თა­გან სა­რი­ტუ­ა­ლო პუ­რებს აცხობ­დნენ. შოთი დღე­საც გან­სა­კუთ­რე­ბით სა­დღე­სას­წა­უ­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.
ქარ­თუ­ლი ლა­ვა­ში თო­ნე­ში
ქარ­თუ­ლი ლა­ვა­ში თო­ნის პუ­რის სა­ხე­ო­ბა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვავ­დე­ბა აზი­უ­რი ლა­ვა­შის­გან, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სხვა ერებ­სა და ქვეყ­ნებ­ში. აზი­უ­რი ლა­ვა­ში მზად­დე­ბა უსა­ფუვ­რო ცო­მის­გან, გრძე­ლია და თხე­ლი, ქარ­თუ­ლი ლა­ვა­ში კი სა­ფუვ­რი­ა­ნი ცო­მის­გან მზად­დე­ბა, ბევ­რად სქე­ლია და მრგვა­ლი ფორ­მი­საა. ქარ­თუ­ლი ლა­ვა­ში თო­ნე­ში ლა­ფა­თით (ტა­რი­ა­ნი დაფა, რო­მელ­საც ზედ ბა­ლი­ში აქვს გა­დაკ­რუ­ლი) ჩა­იკვრე­ბა.
ლა­ვაშ­მაც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­რი­ტუ­ა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბა შე­ი­ძი­ნა. მას აცხობ­დნენ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე. იცოდ­ნენ ლა­ვა­შის მკვდრის გულ­ზე გა­და­ტეხ­ვა და შემ­დეგ ღვი­ნო­ში ჩამ­ბა­ლი ნა­ტე­ხე­ბის შეჭ­მა, რაც აიხ­სნე­ბა ქრის­ტეს­თან ზი­ა­რე­ბის სიმ­ბო­ლურ გარ­და­სახ­ვად...
ამ­რი­გად, მარ­ცვლე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბის მოყ­ვა­ნას, პუ­რის ცხო­ბას, თო­ნე­სა თუ ფურ­ნეს დიდი ხნის, სა­ინ­ტე­რე­სო და უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რია აქვს, რა­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სხვადსხვა ეტაპ­ზე, სე­რი­ო­ზუ­ლი როლი აქვს შე­ტა­ნი­ლი.
მომ­ზა­დე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მა­სა­ლა­ზე დაყ­რდნო­ბით
ambebi.ge


No comments:

Post a Comment