Monday, March 11, 2019

შენდობის დღის მსახურება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში

ორშაბათს, 11 მარტს, იწყება დიდი და წმინდა მარხვა. უძველესი ტრადიციისამებრ, ყოველი მძიმე მარხვის დაწყების წინ, ანუ ყველიერის ბოლო კვირას, არის შენდობის დღე. ამ დღეს მორწმუნენი თავს ვალდებულად მიიჩნევენ, პატიება  სთხოვონ ყველას, ვისაც ნებსით თუ უნებლიედ აწყენინეს, რათა განწმენდილი გულით შეუდგნენ მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომისთვის  მზადებას.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შენდობის ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ესწრებოდნენ მღვდელმთავრები, მცხეთა-თბილისის სამღვდელოება, სამონოზვნო დასი და მრევლი, რომლის უდიდეს უმრავლესობას სტუდენტები შეადგენდნენ.
თბილისის სხვა და სხვა უნივერსიტეტის ახალგაზრდები, ქუთაისის,  სამცხე-ჯავახეთისა და გორის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები  ყოვლადწმინდა სამების საკათედრო  ტაძარში მოვიდნენ, რათა მიეღოთ დალოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისაგან და უფლის მადლი.
ახალგაზრდების ანთებული სანთლებით აივსო ეკლესია და ტაძრის ეზო. ინებოს ღმერთმა, მათ გულშიც დაინთოს ჩაუქრობელი რწმენის სანთელი.
http://patriarchate.ge

No comments:

Post a Comment