Saturday, March 16, 2019

"პროვოკაციაა, ხალხს გაუხეთქეს გული..." - რა ხდება ხურვალეთში ახლა?

სო­ფელ ხურ­ვა­ლე­თის შე­სას­ვლელ­თან, სა­დაც ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ის სა­გუ­შა­გოა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.
ხურ­ვა­ლე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა სოფ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­უბ­რკო­ლებ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა, თუმ­ცა, მათ პო­ლი­ცი­ის სა­გუ­შა­გოს­თან კონ­ტრო­ლის გავ­ლა უწევთ. სწო­რედ ამ ად­გილ­ზე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის ნა­წი­ლი.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო მოძ­რა­ო­ბის „ძალა ერ­თო­ბა­შია" აქ­ტი­ვის­ტმა და­ვით ქა­ცა­რა­ვამ გა­ნუ­ცხა­და, მი­უ­ხე­და­ვად ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­პი­რე­ბი­სა, რომ მათ ხურ­ვა­ლეთ­ში შე­უშ­ვებ­დნენ, მისი ვა­რა­უ­დით, ასე არ მოხ­დე­ბა.
"მო­ცე­მუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც აქ გვაქვს სა­გუ­შა­გო­ზე, გვაძ­ლევს უფ­ლე­ბას ვი­ფიქ­როთ, რომ არ შეგ­ვიშ­ვე­ბენ. სულ 5 წუთი გვჭირ­დე­ბა, და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ ის ბა­ღე­ბი, სა­დაც რუსი ოკუ­პან­ტე­ბი მოძ­რა­ობ­დნენ. ვფიქ­რობ, რომ არ შეგ­ვიშ­ვე­ბენ. სი­ტუ­ა­ცია ხე­ლოვ­ნუ­რად იძა­ბე­ბა და არა ჩვე­ნი მხრი­დან" - გა­ნა­ცხა­და ქა­ცა­რა­ვამ.
.

სო­ფელ ხურ­ვა­ლე­თის შე­სას­ვლელ­თან იმ­ყო­ფე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და პრო­ვო­კა­ცი­ას.

ად­გი­ლობ­რივ­მა გივი კალ­მა­ხე­ლი­ძემ მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ რუ­სე­თის­გან საფრ­თხე არ­სე­ბობს, თუმ­ცა, გუ­შინ ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ გად­მო­სუ­ლან.
„საფრ­თხე არ იყო, ხალ­ხი შე­დი­ო­და. აქ სულ ოსე­ბი ცხოვ­რო­ბენ, რო­მე­ლი­მე საფრ­თხეს გრძნობს? ბა­რა­მი­ძე გა­მი­კე­თებს აქ საქ­მეს? გუ­შინ რომ და­ვი­ნა­ხე გავ­სკდი გულ­ზე! თუ გიგა ბო­კე­რია? არა­ვინ არ გად­მო­სუ­ლა. მო­სახ­ლე­ო­ბა სა­უბ­რობს, რომ არა­ვინ იყო. რო­მელ­მა ნახა? რო­გორ და­გი­ჯე­როთ ტე­ლე­ვი­ზი­ებს, როცა მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი ომი გვაჩ­ვე­ნეთ?
საფრ­თხეს რუ­სე­თის­გან დიდი ხა­ნია ვგრძნობ, მაგ­რამ აქ რაც ხდე­ბა, ძა­ლი­ან კარ­გად ვხვდე­ბი. პრო­ვო­კა­ცი­აა, ხალ­ხს გა­უ­ხეთ­ქეს გული, რომ და­ა­ნა­ხონ, ესე­ნი არი­ან გმი­რე­ბი", - გა­ნა­ცხა­და კალ­მა­ხე­ლი­ძემ.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment