Sunday, March 17, 2019

პარიზის დემონსტრაციების გამო მაკრონმა შვებულება შეწყვიტა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზის დემონსტრაციების გამო შვებულება შეწყვიტა და ანტიკრიზისულ შტაბში გაემგზავრა. ამის შესახებ dailymail-ი წერს.
მაკრონმა აქციის მონაწილეებს „ხულიგნების თანამზრახველები“ უწოდა და თქვა, რომ დამატებითი ზომების მიღებას აპირებს. 
„ყვითელჟილენტიანების“ აქცია განახლდა - დემონსტრანტებმა პარიზში მაღაზიები დაარბიეს.  არეულობის დროს სამართალდამცველებმა 70-მდე პირი დააკავეს. 
საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციები გასული წლის 17 ნოემბერს დაიწყო. აქციების დროს არეულობებსა და შეტაკებებს 10 ადამიანი ემსხვერპლა. საწვავზე ფასის მატების საწინააღმდეგო აქციების მონაწილეები, დღეს, უკვე მთავარ მოთხოვნად ემანუელ მაკრონის გადადგომას ასახელებენ.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment